ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება თავისუფალი მედიის მიმართ, აზარალებს არა თუ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოკრატიას“ - გიორგი ნონიაშვილი

პოლიტიკა 04 May 2022 10:45

„მძიმე სიტუაცია გვაქვს მედიის თავისუფლების მიმართულებით და სამწუხაროდ წელს პირდაპირ აისახა 5 ივლისის შედეგები ამ საერთაშორისო რეიტინგებზე.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„დღეს არის მედიის საერთაშორისო დღე და ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი ფარისევლურად ულოცავდა ჟურნალისტებს ამ დღეს, თუმცა ამავე დღეს მივიღეთ საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც აჩვენებს რამდენად მძიმე სიტუაცია გვაქვს მედიის თავისუფლების მიმართულებით და სამწუხაროდ წელს პირდაპირ აისახა 5 ივლისის შედეგები ამ საერთაშორისო რეიტინგებზე. პირდაპირ აჩვენებს, რომ ხელისუფლების მტრული დამოკიდებულება აზარალებს არა თუ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოკრატიას.“ - გიორგი ნონიაშვილი.



კომენტარები:

ფართი შოპი