რჩევები რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ხარისხიანი სპიკერის შეძენისას

სხვადასხვა 02 May 2022 23:31

ვიპოვოთ ხარისხიანი დინამიკები  ადვილი არ არის, ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციაში, როცა  ბევრ  დროსა და ფულს ვხარჯავთ პროდუქტის არასწორად შერჩევაში და  სასურველ ნივთს ვერ ვპოულობთ. საბედნიეროდ, დღესდღეობით არსებობს უამრავი ონლაინ  მაღაზია, სადაც სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია ავარჩიოთ სასურველი ნივთი.


როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი სპიკერი? 

სანამ აკუსტიკურ სისტემას ავირჩევთ, პასუხი უნდა გავცეთ მარტივ შეკითხვას თუ რისთვის გვჭირდება იგი, თუ ვეძებთ დინამიკებს პერსონალური კომპიუტერისთვის იაფფასიანი დინამიკები სრულიად საკმარისია. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ გეიმერი, ან მელომანი ხართ, და გსურთ იდეალურთან მიახლოებული ხმა გქონდეთ, სასურველია უფრო ძვირიან მოდელებს გადახედოთ. ასევე იდეალური ვარიანტია - ბლუთუზ დინამიკები. კომპიუტერში, ან პლაზმურ ტელევიზორში ფილმების საყურებლად აკუსტიკური სისტემები დაგჭირდებათ, რომელიც შედგება სატელიტებისა და საბბუფერებისგან.


სპიკერები, სატელიტები და საბბუფერები

სანამ კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის სპიკერს შეიძენთ, უნდა გაერკვეთ მათ მრავალსახეობაში. არსებობს აქტიური და პასიური დინამიკები. აქტიური სახეობა ადვილად იმართება და უფრო სუფთა ხმას გამოსცემს,  ის იდეალურია კომპიუტერისა და ნოუთბუქისთვის. სახლის კინოთეატრისთვის კი უფრო ხშირად პასიურ მოდელებს იყენებენ, რომლებსაც დამატებითი გამაძლიერებელი სჭირდებათ.


აკუსტიკური სისტემების კონფიგურაცია

ხშირად მოდელის დასახელების გვერდით ვხედავთ ციფრებს. მაგალითად: 2.0, 4.1, ან 5.1. ეს მოცემულ აკუსტიკურ სისტემაში  დინამიკების რაოდენობაზე მიუთითებს.


პირველი ციფრი აღნიშნავს სატელიტების რაოდენობას, მეორე – საბბუფერების. რაც უფრო დიდი ციფრებია, მით უკეთესია ხმა. მაგალითად: 2.0 ჩვეულებრივი დინამიკებია კომპიუტერისთვის, რომელიც რთულ მელოდიაზე ვერ „გაქაჩავს“. 7.1 კი წარმოუდგენელი ხმის  შექმნა შეუძლია. 2.1 სისტემები ხარისხიანად გამოსცემენ სტერეო ხმას. 4.1. კომპიუტერული თამაშების ხმის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.


ტექნიკური მახასიათებლები

აკუსტიკური სისტემის შეძენის დროს აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებზე:


  • სიმძლავრე

რაც მეტია, მით უკეთესი. თუმცა საშუალო ზომის ოთახისთვის არ არის აუცილებელი ყველაზე ძვირი და ძლიერი აკუსტიკური სისტემა შეარჩიოთ. როგორც წესი საშუალო ბინის მფლობელებს ჰყოფნით 20–50 ვტ. სისტემები.


  • მასალა

იდეალურია – ხე. უფრო ხელმისაწვდომი და არც ისე ცუდი – MDF, DSP  და ბევრფენიანი ფანერი.

ცუდია – პლასტმასი, რადგან ხმას აფუჭებს.


  • სიხშირეები

ადამიანის ყურს ესმის სიხშირეები 20 Hz–დან 20KHz–მდე. ამიტომ კარგი დინამიკების შემქმნელები ცდილობენ ყველა ეს სიხშირე მიანიჭონ თავის პროდუქტებს. თუმცა ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოგადგებათ სისტემა 40Hz–დან 18 KHz–მდე დიაპაზონითაც.


  • შესაერთებლები

როგორც წესი, იგი გამაძლიერებელს უერთდება ორი კაბელით. Bi-Wiring სისტემა კი ითვალისწინებს 4 კაბელით შეერთებას, ორი დაბალი, და ორიც მაღალი სიხშირეების ფილტრაციისთვის. ამით ხმის ხარისხი უკეთესია.


  • კორპუსი

 ყურადღება მიაქციეთ აწყობის ხარისხს. კარგ სისტემებს არ უნდა ჰქონდეთ ნაპრალები და სხვა გარეგნული ნაკლოვანებები, რაც ხმას გააფუჭებს.


(C)



კომენტარები:

ფართი შოპი