რატომ აჯანყდა სოფელი საწაბლე და რა სიმდიდრეს ფლობს ზესტაფონის მერი

20 Sep 2018 01:55

აინფორმაციო პორტალ "მხარეს" ა/ო "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, დავით ფერაძე ესაუბრა:



_თქვენ იყავით ზესტაფონში, სადაც, ფაქტობრივად უხელმძღვანელეთ ამ მხარის სოფელ საწაბლის მოსახლეობის საპროტესტო აქციას, თქვენ საგანმანათლებლო პროფილით საქმიანობთ და რამ გადაგაწყვეტინათ?


_მრავალი მიზეზის გამო.  პირველი: იმერეთიდან, ზესტაფონიდან ვარ წარმოშობით. ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ და ახლა ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. ამიტომაც  არ მაქვს  მორალური უფლება არ ვედგე ხალხს გვერდით. მეორე:  უგზოობით და უყურადღებობით დღეს სოფელ საწაბლეში მცხოვრები მოსწავლეები დგანან საფრთხის წინაშე, რომ სკოლაში, რომელიც 6-7 კილომეტრითაა მათგან დაშორებული, შეუძლებელი იქნება სიარული და მესამე: თითოეული სოფლის, ქალაქის, უბნის სატკივარი უნდა მივიტანოთ გულთამ ახლოს. მე ვიცი, რა უსამართლოდ ექცევიან სოფლად მცხოვრებლებს, როგორ უყურადღებოდ ჰყავთ სხვა რეგიონებშიც. სწორედ ამიტომ.


საქართველოს ყველა კუთხეს, ყველა სოფელს, ვისაც კი უსამართლობის განცდა აქვს, ვისაც კი 21-ე საუკუნეში ისეთი პრობლემები აქვს, რომლებიც არ შეიძლება ჰქონდეს. ყველას დავეხმარები. მთავარია, დამიკავშირდნენ და ადგილობრივ უყურადღებო ხელისუფალთ ერთობლივად, მათთან ერთად მოვთხოვ პასუხს და მოვთხოვ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.


- როგორ შეხვდა ზესტაფონის მერია ამ აქტივობას?

 

- თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ, მერე, ძალა რომ დაინახეს და იგრძნეს. კეთილი ინებეს, და დაფაცურდნენ. იყვნენ იქ ცალკეული უწიგნური წვრილფეხა მოხელეები, რომლებსაც მოუწია ჩემგან დატუქსვა. მაგრამ, მუნიციპალიტეტის მერი, ვინმე მახათაძე კახაბერი დაგვემალა. მე იქვე მივიღე ინფორმაცია, რომ ის ადგილზე იყო, ზესტაფონში, მაგრამ მოიტყუეს, რომ თითქოს თბილისში მივლინებით იყო. თუმცა, ამას არ აქვს გამართლება. როდესაც გასაცოდავებული ხალხი ითხოვს შეხვედრას, მივლინება უნდა შეწყვიტო. მაგრამ ზნეობა უნდა გეყოს, ეს რომ გააკეთო.


-  ხალხი, რას ითხოვდა?


-  ძალიან ელემენტარულს. წარმოუდგენელი პრობლემა აქვთ. გზა ფაქტობრივად დანგრეულია. და ეს გრძელდება წლობით. აქმდე, ყოველ წელს მე ვურეკავდი ტელეფონით ადგილობრივ, მუნიციპალურ ხელისუფლებას., ჩემი მოთხოვნის მერე მიდიოდნენ და იწყებდნენ შეკეთებას. ოღონდ უხეიროდ. ასე იყო ნაციონალების დროს და ახლაც. წელს, ხალხს ამოუვიდა ყელში. უგზოობის გარდა, გათბობის პრობლემაც  აქვს სოფელს. წარმოიდგინეთ, ტყეში ცხოვრობენ და ფიჩხი რომ შეაგროვონ, აჯარიმებენ მაგაზეც. ადგილობრივი მოსახლეობის 50 % კერამიკოსია. დამზადებულ კერამიკას გამოსაწვავად შეშა ჭირდება და ამაშიც ფულს ახდევინებენ. სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში გაზსადენი გადის. რადგან შეშის პრობლემაა, მთავრობას, ოღონდ ცენტრალურს, მე პირადად რამდენჯერმე ვთხოვე გაზიფიცირება მაინც მოახერხეთმეთქი. ვერ დააყენეს საშველი...


-რა შედეგი მოყვა საპროტესტო აქციას?

-  როგორც წესი, შეწუხებულის ნიღბები მოირგეს.საერთოდ,  აქცია რა საჭიროა უნდა პრობლემების წარმოსაჩენად? ისედაც  ხო უნდა დაინტერესდე ადგილობრივი ხელისუფალი?  მაგრამ, არა. ისინი კაბინეტებში სხედან და საკუთარი ჯიბეების გავსებაზე არიან ორიენტირებული. ამის მიუხედავად დაპირებას დროებით ვენდეთ. შეგვპირდნენ, რომ ერთ ამ ეტაპზე გზას გაარემონტებენ, ხოლო 2019 წლიდან  ბეტონს დააგებენ. ასევე 2019 წლიდან გაზიფიცირებასაც შეგჰვპირდნენ. მაგრამ ეს პირობა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოგვცა. ჩავთვალეთ, რომ სანდო ადამიანია და ვენდეთ. მაქვს ინფორმაცია, რომ პირადად ჩაერთო პროცესებში.  მერს კი, როგორც ვთქვი, არ „სცალია“.  პირადი ბიზნესებითაა დაკავებული. მიკვირს, ზესტაფონის მოსახლეობა როგორ ითმენს ამ „ფეოდალს“.


- რას აკეთებს ასეთს?

- აი, ნახეთ მისი და მისი ოჯახის ქონება-შემოსავლები და მიხვდებით. აქედან ზოგი ცოლზე გადაფორმებულია, ზოგიც,  თავად მახათაძეზე (მერზე) 


ცოლზე, ნატო შავლაყაძეზე გადაფორმებულია: თბილისში მიწის ნაკვეთი, დიდი დიღომი, 1000 კვ.მ, ბინა აბასთუმნის ქუჩა N2, 68,5 კვ.მ, ბინა  მარჯანიშვილის ქუჩა N16, 106,34 კვ მ. ბინა დასახლება დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N41, 85,5 კვ. სოფელი ტაბახმელა, 2000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. მცხეთაში  სოფელი თეზამი, 100 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი  ამავე სოფელში 118 კვ.მ.    მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში  2500 კვ.მ.   ბორჯომიში, ბინა, დაბა ბაკურიანი, 58,03 კვ.მ. მისსავე მფლობელობაშია  30 ათასლი ლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა რავ4 2014 წლის.


მერის, ანუ  მახათაძის უშუალო კუთვნილება კი არის:


დუშეთში, სოფელი შუაფხოში. 100% თევზსაშენი,  მიწის ნაკვეთები ამავე სოფელში 300 კვ.მ . 1533 კვ.მ .  და 8600 კვ.მ .  მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ დიღომში, 1640 კვ.მ .   მიწის ნაკვეთი მცხეთა, სოფელი საგურამოში, 1500 კვ.მ .  ბინა თბილისში, გურამიშვილის ქუჩა N78, 90,1 კვ.მ .  კომერციული ფართი ქუთაისშიი, ბუხაიძის N4, 426,65 კვ.მ. მახათაზის კუთვნილებაა 14 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა ლანდ კრუისერ 2012 წლის.


ახლა, მის ბიზნესს გადავხედოთ: შპს გრუზსპირტპრომი  ქ. თბილისი შ. ნუცუბიძის ფერდობი, მე-4 მ/რ, კ. 23 100% წილის მფლობელი.  შპს ჯეოლოტო საქართველო ქ. თბილისი დასახლება დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N41 უვადო 100%ის მესაკუთრე;  შპს GVMP GROUP. თბილისი ისანი-სამგორის რაიონში, უვადო 50%,  სადაც ვინმე გენო ნასყიდაშვილი არის მისი პარტნიორი. შპს კაფ-ჯგუფი საქართველო ქ. თბილისი თემქის დასახლება, მე-9 მ/რ, უვადო 100%ის მესაკუტრე.   შპს იმერეთი 2011 ზესტაფონშიი სულხანსაბას ქუჩა N5-სი მესაკუთრე, 65% ის მეწილეა და პარტნიორია ვინმე დავით ლავრელაშვილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ზესტაფონის მერობამდე ცოტა დღით ადრე რამდენიმე ბიზნეს წილი მახათაძემ მეუღლეს გდაუფორმა. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით მახათაძის ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი 150 ათას ლარს აჭარბებს. თუმცა, ამ ოფიციალური ინფორმაციის გარდა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს ინფორმაციით  კახაბერ მახათაძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს“იმერეთი 777” 34% წილის მფლობელი, მან ასევე არ ასახა დეკლარაციაში, რომ მისი მეუღლე ნატო შავლაყაძე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს MATO   - 50 %; შპს “მწვანე კონცხი”  10% ; შპს “თბილისის ტაქსი”  - 50% .


კახაბერ მახათაძემ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”  2016 წელს  50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს - 40 000 ლარი  შესწირა. ეს ბატონი, როგორც ჩანს ყოველთვის კარგად იყენებდა და იყენებს საპატრიარქოს და მის სახელს ამოფარებული კიდევ უფრო მსხვილ ფეოდალად აპირებს გადაქცევას. რაც გესაუბრეთ, აქედან ბევრი რამ, ალბათ, ზესტაფონისმოსახლეობამაც იცის, მაგრამ ვინც არ იცის უნდა იცოდეს, აი, რატომ არ სცალიათ ასეთებს ხალხისთვის. ამიტომ, უნდა გამოფხიზლდეს აქ მცხოვრები ხალხი და უნდა მოაცლევინონ. ასევე, ამ თემაზე ვსაუბრობ იმისთვის, რომ სხვა რეგიონებში ჩვენგან დახმარების მსურველებს აუცილებლად ვუმხელთ ადგილობრივ „დიდებულებს“ და აუცილებლად დავეხმარები მათაც. ისე, რომ მთავარია მოგვმართონ.


_რაც შეეხება საწაბლეს, თუ დაპირება ტყუილი აღმოჩნდა?


_მაშინ ზესტაფონის მთელ მოსახლეობასი მახათაძის გადადგომის მოთხოვნით გავაჩაღებთ კამპანიას. თუმცა, ამ რაიონში მცხოვრებლებს, ისედაც შეუძლიათ ამ მხრივ აქტივობა და მე მათ გვერდით ვიქნები. მავდროულად, ზესტაფონიდან წამოსვლის წინ დავიბარე და ახლაც კატეგორიულად ვაფრთხილება მახათაძის გარემოცვას - არ გაბედონ და თითი არ დააკარონ, არანაირად არ მოახდინონ ზეწოლა აქციაში მონაწილეებსა და მათ ოჯახებზე, თორემ ძალიან ცუდად განვითარდება პროცესები.

კომენტარები:

ფართი შოპი