რა არის ომის ფსიქოლოგია და როგორ დავიბრუნოთ ემოციური ბალანსი - ინტერვიუ ქეთევან ჭარელაშვილთან

ინტერვიუ 28 Mar 2022 23:22

განსაკუთრებულ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ, ჯერ პანდემია არ დასრულებულა და მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინ აღმოვჩნდით. როგორ ვმართოთ შიში? რა არის ომის ფსიქოლოგია? რა ხერხებით შეიძლება დავიბრუნოთ ემოციური ბალანსი?

ონლაინ მედიაგამოცემა „მხარეს“ ფსიქოლოგი ქეთევან ჭარელაშვილი ესაუბრა:


_ირგვლივ არსებული მდგომარეობა ფაქტობრივად ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას.   ერთი, რომ გვაქვს მართლაც რეალისტური შიში, ომის შიში, და მეორე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას, არის მომავლის შიში. ანუ ჩვენ გვეშინია იმისაც, რაც რეალურად, აქ და ამჟამად არ არსებობს. შიში - ემოციაა, რომელიც ყველა ადამიანშია ჩადებული, როგორც დაცვითი მექანიზმი. „ბრძოლა ან გაქცევა“ - ეს არის ტვინის ავტომატური პასუხი საფრთხის შეგრძნებაზე. ზოგჯერ ჩვენი შიშები დაკავშირებულია არა ფიზიკურ საფრთხესთან, არამედ საფრთხის მოახლოების მხოლოდ შეგრძნებასთან, რომელიც არსებობს სადღაც შორს. შიში ადამიანს ეუფლება მისი წარმოსახვის მრავალფეროვანების გამო და რისიც გვეშინია იმის 90 პროცენტი არ ხდება... ჩვენი ფსიქიკა, როდესაც სურათ ხატებათ წარმოსახვის მეშვეობით წარმოიდგენს რაიმე საშიშს, ამ დროს ადამიანი საშინელებათა ფილმს აყურებინებს საკუთარ თავს მისივე გადაწყვეტილებით.                     

როგორც მიგიხვდით, შიშებს შორისაც არის განახვავება? ადამიანის მთავარი შიში რა არის?

_ადამიანის მთავარი შიში არის სიკვდილის შიში, ესაა საფუძველი ყველა შიშისა, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, არის რეალური და არარეალური შიში. არარეალურ შიშის სათავე არის წარმოსახვითი, დამახინჯებული აზროვნება. მაგალითად, ცვლილების, გადაწყვეტილების მიღების, პასუხისმგებლობის აღების, შიში გადახვიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე, დისკომფორტის, რისკის შიში, ფრენის შიში ამ შიშის რეალურად დადგომის შედეგების წარმოადგენა... ისინი არაადაპტაციური შიშებია, რომელშიც რეალური საფრთხე ნამდვილად არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში, ამ ტიპის შიში შეიძლება გადაიქცეს ფობიად, რაც საბოლოოდ ხელს უშლის ჩვენი ცხოვრების ხარისხს.                    

                                                     

რეალური შიში გულისხმობს შიშის ტიპს, რომელიც აგებულია რეალური კომპონენტებისგან. ომის დროს ბომბის დაცემის, ან ცეცხლსასროლი იარაღით ლიკვიდაციის შიში, ეს არის ფიზიოლოგიური და ემოციური გააქტიურების რეალური საფრთხე. ამ დროს აქტიურდება და მობილიზდება ადამიანის აზროვნება, ფიზიოლოგია, ფსიქიკა, რა დროსაც ადამიანი მაქსიმალურად ორიენტირებულია სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაზე, ეს გვაიძულებს დაუყოვნებლივ ავირიდოთ საფრთხე. რეალური შიში გულისხმობს შიშის ტიპს, რომელიც აგებულია რეალური კომპონენტებისგან. ომის დროს ბომბის დაცემის ან ცეცხლსასროლი იარაღით ლიკვიდაციის შიში, ეს არის ფიზიოლოგიური და ემოციური გააქტიურების რეალური საფრთხე. 

როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა ტიპის შიში? 

_ომის დროს პირველი რიგში მთავარია გავაცნობიეროთ ეს ემოცია და დავარქვათ სახელი, რომ გვეშინია ეს რაციონალურია, ეს არის ბუნებრივი რეაქცია ფსიქიკის, არსებული ვითარებაზე, ძლიერ სტრესზე, ძლიერი სტიმული და ძლიერი რეაქცია. როდესაც დიდია შიში და არის ამის საშუალება, უნდა დაწეროთ ამ განცდების და ემოციების შესახებ, თუ რისი გვეშინია კონკრეტულად, რას ვგრძნობთ, ახლა რა ხდება ჩვენს გარშემო. დაწერის დროს ხდება კონცენტრაცია, დაგეგმვა და სტრატეგია რომ ემოციურმა დისბალნსმა არ გამოიწვიოს დაბენულობა კონკრეტული რთული ვითარების დროს. რეალური და არარეალური შიში არ აგვერიოს ერთმანეთში. უეცარი მძაფრი საფრთხე გვაკარგინებს ადამიანებს კონცენტრაციის, გააანალიზების, გონივრული ქმედების უნარს. წერის მეშვეობით, შენ აბრუნებ თავს აქ და ამჟამად და ხდები უფრო კონცენტრირებული, წვრთნი შენს ემციურ ბალანსს და ამზადებ კონკრეტული გამოწვევების დასაძლევად.                      

რა არის ომის ფსიქოლოგია?                                                                                                

_ომის დროს ადამიანი ხდება დეზორიენტირებული, ემოციური... ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენი მძაფრი ემოციებით არ დავთრგუნოთ გარეშემომყოფებიც, ასეთ დროს ვირუსულად სწრაფად ედება ნეგატიური ემოციები, პანიკა საზოგადოების განწყობას, ამიტომ ფრთხილად და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გავუზიაროთ სხვებს ჩვენი განცდები და არ ვესაუბროთ ამაზე ერთმანეთს კონსტრუქცულად და ზომიერად . მთავარია არ მოგვიცვას პანიკამ და ვაკონტროლოთ ემოციები, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის და მოქალაქის პასუხისმგებლობა და ეს უნდა გააცნობიეროს თითოეულმა პიროვნებამ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ საფრთხეზე ადამიანს აქვს სამი რეაქცია: 1 - თავდაცვა; 2 - აგრესია; 3 - გაშეშება.


რადგან ომი რეალისტური შიშია, ამ დროს ადამიანში იმატებს აგრესია და ეს შეიძლება იყოს თქვენი გადარჩენის წყაროც, რომ არ დარჩეთ მოტყუებული ინტუიციურად მკაფიოდ ვიგრძნოთ საფრთხის მოახლოება, თუმცა აქ ძალიან მნიშველოვანია არ დავკარგოთ ადამიანურობა და დავრჩეთ ბოლომდე ადამიანებად. ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია ვიყოთ გააზრებული, მოწესრიებული, კონსტრუქციული, ვაკონტროლოთ ემოციები. მით უფრო, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ბავშვები, რომლებიც ისედაც ძალიან სენსიუტიურები არიან.                                                       

რა ხერხებით შეიძლება დავიბრუნოთ ემოციური ბალანსი?

_ვაკეთოთ დღიური რუტინა, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე, ოჯახურ პასუხისმგებლობაზე და ემოციურ ბალანსზე. დავეხმაროთ სხვებს, ეს მათაც და ჩვენც შეგვიმსუბუქებს ემოციურ ტვირთს და შვებას ვიგრძნობთ. ჩვენი მოქმედების არეალი ვერ მოიცავს მთელი მტრის ბატალიონის განადგურებას, ომის დასრულება ჩვენ არ შეგვიძლია, მტრის დესტრუქციული ცნობიერების გადაკეთებას ვერ მოვახერხებთ, ვერც მათ ქმედებაზე მოვახდენთ გავლენას, ამიტომ ჩვენს გარშემო რაც გასაკეთებელია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა და გვევალება, ის უნდა ვაკეთოთ. კონცლაგერშიც კი ხალხი ახერხებდა ცხოვრებას, თუ გავიხსენებთ რობერტო ბენინის გენიალურ ფილმს "ცხოვრება მშვენიერია“ მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. ფილმში ნაჩვენებია, როგორ დაიცავს მამა, პატარა შვილს სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო და გადაერჩინა არა მხოლოდ მისი სიცოცხლე, არამედ მისი ფსიქიკა. ძალიან ემოციური ფილმია, ვისაც არ უნახავს, ვურჩევდი.                                                                                                           

როგორ დავიცვათ ბავშვები ასეთ დროს?                                                

_ომის დროს ბავშვების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მათ თამაშით უნდა ვასწავლოთ დისციპლინა, თუ როგორ ვიქცევით ექსტრემალურ სიტუაციაში, ვასწავლოთ თავდაცვა... მაგალითად: ახლა ვითამაშებთ ასეთ თამაშს, მე მოგცემ დავალებას მერე შენ მომცემ დავალებას და ორივე შევასრულებთ ამ დავალებას ვინც არ შეასრულებს ის წააგებს; შენ როცა გეტყვი აიღებ შენს ზურგჩანთას ხელს ჩამკიდებ და გავირბენთ, სიბრილის დროს, თუ აგიჩქარდა გული წარმოიდგინე, რომ ხელში გიჭირავს ძაააალიან სურნელოვანი ყვავილი და ღრმად ჩაისინთქავ მის სუნელს.


ამით ბავშვებს დავიცავთ გადამეტებული სტრესისგან, რაც ამ დროს მოსალოდნელია. ექსტრემალურ სიტუაციაში ყველაზე რთულია სუნთქვის კონტროლი, გული გვიჩქარდება, ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი, გამოიყოფა კორტიზოლი და დიდი ალბათობაა დავკარგოთ გონივრული აზროვნების უნარი, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ სუნთქვა, რომ სხეულს და ტვინს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გადაგვარჩინოს და იაზროვნოს ჩვენს უსაფრთხოებაზე.                                                                             

სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვულობის საკითხზე რას გვეტყვით?                                                                                                                                      

_ ჩვენ ასევე ვართ ინფორმაციულ ომში ამიტომ აუცილებელია გავფილტროთ ჩვენი საინფორმაციო ველი თუ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ემოციური ბალანსი, სტაბილურობა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მტერი 21-ე საუკუნეში ჩვენ გვიტევს სოციალური ქსელიდან და რაც უფრო ჩართული და მიჯაჭვული ვართ ამ ინფორმაციას, მით უფრო გამარცხებთ ის. ამიტომ საჭიროა ბალანსი ინფორმაციის გაფილტვრა და მკაცრად განსაზღვრული დრო ინფორმაციის მიღების კუთხით.


მშვიდობა მსოფლიოს მშვიდობა უკრაინას მჯერა რომ დასრულდება ეს ომი, თუმცა ინფორმაციის ქონა ყოველთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იარაღია, თუნდაც, პიროვნული მოქალაქეობრივი და სამოქალაქო აქტივიზმის პასუხისმგებლობის არსებობის თვალსაზრისით.

გმადლობთ!


კომენტარები:

ფართი შოპი