რას ნიშნავს გამართული IT სისტემა კომპანიაში

თანამედროვე სამყაროს კომპანიებს ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ ბაზარზე წარმატება დაიმსახურონ. ასეთ დროს, აუცილებელია კომპანიის მენეჯერმა ყველა დიდი თუ პატარა რისკი გაითვალისწინოს, დეტალები გათვალოს და შემდეგი ნაბიჯი გონივრულად დაგეგმოს, რაც არსებული თუ პოტენციური პრობლემების ეფექტურად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. გამოწვევების მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორები, შესაბამისად ნებისმიერი სახის კომპანიისთვის ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას შესწავლილ იყოს ყველა დეტალი, რომელიც შესაბამისი პრიორიტეტების მიხედვით იქნება შეჯამებული.


დღეს უკვე კომპანიებში ახალთ-ახალი ინოვაციების დანერგვის საჭიროებაზე აღარავინ დავობს, რომლისაგანვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია IT სისტემის თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტირება, მისი ეფექტურად განხორციელება კი ნებისმიერი ორგანიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს. კომპანიები, რომლებსაც სურთ იყვნენ თანამედროვეობას მორგებულნი, მაქსიმალურად ცდილობენ სიახლეები რაც შეიძლება მალე აითვისონ და ეფექტურად დანერგონ, რასაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მინიჭება შეუძლია, რაც თავის მხრივ უამრავ ეფექტურ ბერკეტს აძლევს მენეჯერს. ამის გათვალისწინებით, უკვე წარმოუდგენელიც კი ხდება წარმატებულ კომპანიაზე ფიქრისას ეს ნაწილი უგულებელვყოთ. დღეს უკვე საჭიროება მოითხოვს, რომ IT მიმართულებები არამხოლოდ დანერგილი, არამედ უმაღლეს დონეზე შესრულებული იყოს, რომლის გამართულ მუშაობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული.


არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის ოპერირების სფეროს, თუკი ინფორმაციული ტექნოლოგიები არ იმართება სტრატეგიულად და შესაბამისი რესურსი არ ეთმობა, შეუძლებელია რაიმე სახის წარმატებაზე ფიქრიც კი, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კომპანია, რომელსაც აქვს ამბიცია წარმატებული იყოს, IT სფეროს ყოველთვის დიდ პრიორიტეტს ანიჭებს და ცდილობს შესაბამისი რესურსი გამოყოს. მუშაობის ეს მოდელი მიმართულია კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის შენახვის, დაცვისა და ეფექტურად გადაცემისკენ, რაც თავის მხრივ, აიოლებს მთელი პროცესების მოქნილობას, კომფორტსა და ეფექტურობას. ხშირად, ახალი ბიზნეს საქმიანობის წამოწყებისას ეს ინფორმაცია სულაც არ არის ხოლმე დიდი მოცულობის, თუმცა წარმატების მოხვეჭის გზაზე, როდესაც განვითარებას იწყებს კომპანია, მაშინვე იმატებს ინფორმაციის რაოდენობაც, რაც მისი დაცულად შენახვას საჭიროებს, რისთვისაც, თავის მხრივ, აუცილებელია მონაცემთა ბაზები სათანადოდ იყოს გამართული.


კომპანია რაც უფრო მეტ და მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს, მით უფრო მეტად პრიორიტეტი ხდება მისი შესაბამისად დაცვაცა და შენახვაც, რათა მარტივად არ მოხდეს ნებისმიერი ტიპის შემოჭრა, რასაც თან სდევს ამ ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. ამას კომპანიის ძალიან დაზიანება შეუძლია, შესაბამისად განვითარებასთან ერთად ყოველთვის დგება აუცილებლობა, დაიხვეწოს და განვითარდეს IT ინფრასტრუქტურაც, რაც ეტაპობრივად შემოწმებას და განახლებას გულისხმობს.


კომპანიაში დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვისას, მის დაცვასთან ერთად, აუცილებელია გამოსაყენებლად მარტივი და კომფორტული იყოს, რაც ნიშნავს ამ ინფორმაციის ეფექტურად მართვას, გადაცემასა და წვდომას. აქედან გამომდინარე, მონაცემთა ბაზები გამართული და დაცული უნდა იყოს, აქ შენახულ ინფორმაციაზე წვდომა კი შეზღუდული, რათა დასაქმებულებს მხოლოდ მათთვის რელევანტურ საკითხებზე მიუწვდებოდეთ ხელი. ამასთან ერთად, სერვერებზე შენახული დიდი მოცულობის ინფორმაციის სწორად დამენეჯმენტება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, პარალელურად კი დასაქმებულ ადამიანები უნდა ფლობდნენ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ ის სწორად, რათა არ მოხდეს უნებლიედ გარეთ გატანა.



კომენტარები:

ფართი შოპი