ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან

უცხოეთი 25 Feb 2022 20:44

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან.


„რუსული ჯავშანტექნიკა და სამედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან. მათი თავდასხმა ჩერნიგოვის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა“, - წერია განცხადებაში.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის ჩრდილოეთით რუსულ და უკრაინულ ჯარებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი