"ევროპა არის ხონი!"- სალომე ზურაბიშვლი

15 Sep 2018 03:14



საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხონში, კულტურის ცენტრში ამომრჩეველს შეხვდა.


"მოვიარე ყველა რეგიონი და ვიცი რა მდგომარეობაშია ქვეყანა, მაგრამ მეტი მაქვს სანახავი და მოსასმენი და სწორედ ამიტომ მოვდივარ. ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის რეგიონების ძლიერიება. რეგიონების განვითარების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება, ევროპა ისე ვერ გავხდებით. აუცილებელია რეგიონები განვავითაროთ ეკონომიურად და საჭიროა ყველა რეგიონს ჰქონდეს განვითარების სტრატეგია და არ იყოს ჩამოკიდებული მხოლოდ თბილისზე. ვსაუბრობთ ევროპაზე და გეტყვით, რომ ევროპა არის ხონი. აქ მოსვლამდე შევხვდი ქალთა კლუბის წევრებს და მივხვდი, ეს არის ევროპა, როცა პატარა ქალაქში ცხოვრობს კულტურა. ეკონომიკა და კულტურა აცოცხლებს რეგიონს.


ჩვენ ევროპელები ვიყავით, საქართველოს ყველა ნაწილი იყო განვითარებული, შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოგვახვია თავს თავისი ცენტრალიზაცია",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი