ზარნაძე: "არც ერთ საღ აზრზე მყოფ ადამიანს ახსნა არ ჭირდება საიდან აქვს კახა კალაძეს ეს ქონება, ვისაც ამის ახსნა დასჭირდება ის ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ან საღი აზრისგან სრულიად დაცლილი"

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, კონსტანტინე ზარნაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია კახა კალაძის ქონებასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია გასაღდა, როგორც კონკრეტული არხის ექსკლუზივი, არადა კახა კალაძემ აღნიშნული ქონების შესახებ დეკლარაციაში თავად მიუთითა.


არც ერთ საღ აზრზე მყოფ ადამიანს ახსნა არ ჭირდება საიდან აქვს კახა კალაძეს ეს ქონება, ვისაც ამის ახსნა დასჭირდება ის ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ან საღი აზრისგან სრულიად დაცლილი.


ჟურნალისტურ გამოძიებად გასაღებული მადისკრეტირებელი ვიდეორგოლებით ეს ადამიანები ავრცელებენ სიძულვილს, ზრდიან პოლარიზაციას და ცდილობენ შეაფერხონ ქვეყნისა და ქალაქის განვითარების შეუქცევადი პროცესი. თუმცა, მათი თავდასხმები მხოლოდ გვაძლიერებს!" - აღნიშნავს ზარნაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი