ვალერი გრიგალაშვილი: იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა ივანიშვილს..."კუკუშკა" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, სირცხილია, რომ ბოლო ორი წელი კიდევ უფრო ნადგურდება

ვალერი გრიგალაშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი:


"კუკუშკა" არ არის მხოლოდ ბორჯომის ერთ-ერთი სიმბოლო, ის საქართველოს ისტორიის შემადგენელი ნაწილიცაა, ვინაიდან ბორჯომი ბაკურიანის სარკინიგზო კვანძი, ერთერთი პირველი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, რომელზეც კუკუშკა  1902 წლიდან მოძრაობს. ცემთან კი გადადიოდა ხიდზე, რომელიც შექმნა "კუკუშკასათვის"  "ეიფელის კოშკის" შემქმნელმა გუსტავ ეიფელმა.


"კუკუშკას" არ შეუწყვეტია მოძრაობა მაშინაც, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მას არ შეუწყვეტია მოძრაობა ბნელ ოთხმოცდაათიან წლებში, მაგრამ ბოლო ორი წელია „კუკუშკამ“ შეწყვიტა მოძრაობა, ოფიციალური მიზეზი კოვიდ პანდემიაა, მაგრამ რეალური მიზეზი რკინიგზის შპალების დაძველება და მწყობრიდან გამოსვლაა.


ეს რკინიგზა ჯერჯერობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ისევე როგორც საყდრისის ოქროს საბადო ატარებდა, რომლის განადგურებით ივანიშვილმა ნახევარ მილიარდი დოლარით შეავსო თავისი ხაზინა. სირცხილია, რომ ბოლო ორი წელი კიდევ უფრო ნადგურდება ბორჯომში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.


იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა ივანიშვილს, საყრისის ოქროს საბადოს განადგურებით ნაშოვნ ნახევარი მილიარდი დოლარიდან იქნებ ნახევარი მილიონი დოლარი გაიმეტოს ამ ისტორიული რკინიგზის შპალების შესაცვლელად.


"კუკუშკა" თავისი ვიწრო ლიანდაგით წელიწადის ყველა დროს ზღაპრულად ლამაზია, ის ბორჯომლების სიამაყეა და საოცრად უხდება ბორჯომის ხეობას, ის  დღეს შველას ითხოვს, ხვალ შეიძლება გვიან იყოს!"


">


კომენტარები:

ფართი შოპი