როგორ მოვიწყოთ კარგი ახალი წელი?

ახალი წელი სულ მალე მოვა, შესაბამისად განწყობა უფრო და უფრო იმატებს. წინა წლისგან განსხვავებით, წელს საკმაოდ დიდია მოლოდინი, ვინაიდან მეტ-ნაკლებად შეზღუდვები მოხსნილია და გაადგილების შესაძლებლობა გვაქვს. ასევე, აქტიურია უამრავი გასართობი ობიექტი, შესაბამისად ყველას უკეთესი წლის მოლოდინი აქვს. მთლიანი დეკემბერი შეიძლება დღესასწაულის თვედ ჩაითვალოს, რასაც ახალი წელი აგვირგვინებს. ამ დროს ბევრი ობიექტი ისვენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ დასაქმებული ადამიანებიც ისვენებენ, შესაბამისად კარგი დროა მეგობრებთან ერთად რაიმეს დასაგეგმად. ყველას სურს განსაკუთრებული ახალი წელი ჰქონდეს, თავის მხრივ კი, ისეთი დღესასწაული, როგორიც ახალი წელია, საუკეთესო დროა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმილი მხიარულებისთვის, ვინაიდან მარტივია დასვენების დღეების შეთანხმებულად აღება და დასვენების დაგეგმვა.


ამ პერიოდში ზამთრის კურორტები ძალიან პოპულარულია პოპულარულია და აქ უამრავი ადამიანი იყრის თავს. აქ დასვენება ნამდვილად კარგი არჩევანია და ბევრი სამეგობრო სწორედ ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა სრულყოფილი დასვენებისთვის აჯობებს წინა დღით არ დაიწყოთ ბინის ძიება და ერთ-ორი კვირით ადრე მაინც უკვე გქონდეთ დაწყობილი გეგმები, რადგან შემდგომში ბინის არჩევა გაგიჭირდებათ ხალხმრავლობის გამო. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ ბინები ბაკურიანში მოძებნოთ, აჯობებს ეს მინიმუმ ერთი კვირით ადრე გააკეთოთ და როგორც კი იპოვით, მაშინვე დაჯავშნოთ ადგილი. ბაკურიანი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რომმელიც შეგიძლიათ გააკეთოთ თუ კარგი დასვენება გსურთ. გახსოვდეთ, აქ ნამდვილად ვერ მოიწყენთ, რადგან გასართობი ძალიან ბევრია.


კიდევ ერთი ალტერნატივაა გუდაური, სადაც ასევე საკმაოდ შეძლებთ ისიამოვნოთ. თუ სათხილამურო ტრასა და უბრალოდ კარგი დასვენება გწადიათ, მაშინ ეს ადგილი იმედს არ გაგიცრუებთ. გუდაურში, ისევე როგორც ბაკურიანში აჯობებს ბინა წინასწარ მოძებნოთ და დეტალები დააზუსტოთ. ნამდვილად არ ღირს, ჯერ ჩასვლა და შემდეგ ბინის ძებნა, რადგან შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ. გუდაური თბილისთან შედარებით ახლოა, თუმცა გზაზე გადატვირთული მოძრაობის გამო, შეიძლება მგზავრობა გაიწელოს, ამიტომ ყველაფრისთვის იყავით მზად.


თუ სვანეთში ჯერ არ ხართ ნამყოფი და ახალ წელს აუცილებლად ესტუმრეთ, ხოლო თუ ნამყოფი ხართ, მაშინ კარგად გეცოდინებათ მისი ხასიათი. ეს ადგილი ნამდვილად ულამაზესია, თუმცა ზამთარში, განსაკუთრებით კი ახალ წელს ნამდვილად შეუძლია ნებისმიერი მნახველის გაოცება. სვანეთი თბილისიდან საკმაოდ შორსაა და შედარებით რთული გზაა, თუმცა იდეალური დასვენებისთვის, ნამდვილად ღირს ნახევარზე მეტი დღის გზაში გატარება. თუ შესაძლებლობა გექნებათ, აჯობებს აქაც წინასწარ დაჯავშნოთ ბინა.


თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, არც აქაა ცუდი ნამდვილად. ყველა ქალაქი საახალწლო სამზადისშია და ბევრგან საახალწლო კონცერტიც კი იქნება, ხოლო თუ ეს თქვენს გემოვნებაში ვერ ჯდება, შეგიძლიათ თავად მოაწყოთ წვეულება მეგობრებთან ერთად ერთი ან რამოდენიმე დღითაც კი. თუ ბინები ბაკურიანში, გუდაურში ან სვანეთში შეიძლება რთული საპოვნელი იყოს, თბილისში შედარებით მარტივი იქნება, თუმცა აქაც აჯობებს თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ.



კომენტარები:

ფართი შოპი