ყაზახეთში არეულობების გამო დაკავებულია 6 000-მდე პირი

უცხოეთი 09 Jan 2022 14:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზახეთის მასშტაბით 5 969 ადამიანია დაკავებული.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 134 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დააზუსტა უშიშროების დაღუპული თანამშრომლების რაოდენობა. სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 16, დაშავდა 1.3 ათასზე მეტი პოლიციელი, ეროვნული გვარდიის წევრი და სამხედრო მოსამსახურე. მანამდე, ხელისუფლება 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.


ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ერლან ტურგუმბაევის ინფორმაციით, არეულობებთან დაკავშირებით აღძრულია 125 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ძალადობის, მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტებზე. მისი თქმით, 400-ზე მეტი მანქანა დაზიანდა და განადგურდა, მათგან 346 პოლიციის მანქანაა. ტურგუმბაევმა აღნიშნა, რომ გაძარცვულია 100-ზე მეტი დიდი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი ზარალი დაახლოებით 212 მილიონი დოლარია.



კომენტარები:

ფართი შოპი