“ნაციონალებს” რომ ჰკითხო, მათი სხვა თანამებრძოლების საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულია და ბაჩო ახალაიას ან მეგის ქარდავას გათავისუფლებას რატომ არ ითხოვენ?!"- მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:


“ახლა რაც შეეხება “ავადმყოფს”, ეს არის უზარმაზარი სპექტაკლი, რომელსაც უკვე თვეებია უყურებს ხალხი, მაგრამ დარბაზი მაყურებლისგან ნელ-ნელა იცლება, სცენის მემანქანე და მეორე რეჟისორი უკვე დიდი ხნის წასული არიან. მუდმივად დაძაბულობის შექმნა, სააკაშვილის მაღალ რანგში აყვანისა და მისი სხვა პატიმრებისგან დისტანცირების ცდა პიარტექნოლოგიის ნაწილია. “ნაციონალებს” რომ ჰკითხო, მათი სხვა თანამებრძოლების საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულია და ბაჩო ახალაიას ან მეგის ქარდავას გათავისუფლებას რატომ არ ითხოვენ?! რამდენიმე დღის წინ აჭარაში 6 “ნაციონალი” დააპატიმრეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით რატომ არ მართავენ აქციებს?! გამოდის, აქ სააკაშვილის პერსონაზეა საუბარი და არა პოლიტიკური ნიშნით დევნილზე”.


წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/690820-kartuli-presis-mimoxilva-03012022


კომენტარები:

ფართი შოპი