"თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ პოზიტიურ როლს შეასრულებს შერიგების პროცესში, ვფიქრობ, ცდება, რადგან მისი ქმედებები აქამდე, ძირითადად, ერის გახლეჩისკენ იყო მიმართული"

პოლიტიკა 03 Jan 2022 19:41

სანდრო თვალჭრელიძე, ექსპერტი:


ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ პროცესის წარმატებით წარმართვას. მას გათვლილი აქვს თავისი სტრატეგია და ტაქტიკა. ის შეხვდა გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ ამაზე კომენტარი არ გააკეთა, ისევე, როგორც არ გამოხმაურებია მარგველაშვილ-სააკაშვილის შეხვედრას და მათ ინიციატივას. ეს დაძრულ ტრამვაიზე შეხტომის მცდელობას ჰგავს, რათა არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ვფიქრობ, ყველას, ვისაც შეუძლია ამ პროცესში დადებითი როლის თამაში, უნდა მიეხმაროს პრეზიდენტს, მაგრამ უნდა მიეხმაროს მაშინ, როდესაც ამას ითხოვს იდეის ინიციატორი. სხვაგვარად ყველაფერი კარგი შეიძლება გაფუჭდეს. ასე რომ, ნებისმიერი კარგი იდეის გაფუჭება შესაძლებელია, მით უფრო, რომ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ქალბატონი სალომე არ აპირებს. მან თქვა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. დარწმუნებული ვარ, არც გადათქვამს. თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ პოზიტიურ როლს შეასრულებს ამ პროცესში, ვფიქრობ, ცდება. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან მისი ქმედებები აქამდე, ძირითადად, ერის გახლეჩისკენ იყო მიმართული.


წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/690820-kartuli-presis-mimoxilva-03012022


კომენტარები:

ფართი შოპი