საფრანგეთში კორონავირუსის 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

უცხოეთი 29 Dec 2021 10:13

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.


ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


საფრანგეთში, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.


ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების შემცირებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 77% სრულადაა ვაქცინირებული.



კომენტარები:

ფართი შოპი