ყიდულობს თუ არა საქართველო თურქეთში წამლებს

უცხოეთი 28 Dec 2021 18:37

თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი.


 დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა და იქვე დასძინა, რომ „როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები“.


არადა, საქართველოში თურქეთიდან მედიკამენტები საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის, მეტიც, იმპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთს მეორე ადგილიც კი უკავია. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში თურქეთიდან 40,142 მლნ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 12%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, წელს 11 თვეში ქვეყანამ 334,321 მლნ დოლარის ღირებულების შეფუთული წამალი იყიდა, ჯამში 67 ქვეყანაში.


Top-5 ქვეყანა, სადაც წელს საქართველომ დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა, ასე გამოიყურება:

-0:12

  • გერმანია - 46,166 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 40,142 მლნ დოლარი
  • უნგრეთი - 32,509 მლნ დოლარი
  • საფრანგეთი - 28,709 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 18,519 მლნ დოლარი

ამასთან, წელს 11 თვეში საქართველომ 9,713 მლნ დოლარის ღირებულების დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები შეიძინა, სულ 19 ქვეყანაში და თურქეთი იმპორტიორების სიაში არ არის.


წყარო;https://www.bpn.ge/article/90036-qidulobs-tu-ara-sakartvelo-turketshi-camlebs




კომენტარები:

ფართი შოპი