Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 42 772 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 966 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%

უცხოეთი 28 Dec 2021 12:44

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 772 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 677 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 095 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 


ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  928 030-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.74% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.02%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 966 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 888 022.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 646 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა - 213, იმერეთი - 439, ქვემო ქართლი - 110, შიდა ქართლი - 171, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 096, აჭარაში - 497, იმერეთში - 956. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 275 პირი, მათ შორის, თბილისში - 581, აჭარაში - 121, იმერეთში - 338.


 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პირი,  მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 35, იმერეთში - 27. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 191- აჭარაში. 20 528 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299  პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი.



კომენტარები:

ფართი შოპი