„გაგიჟდნენ? გადადგნენ ჭკუიდან თუ რა მოუვიდათ? "- ადა მარშანიას გამოხმაურება მარიხუანის მოყვანის და ექსპორტის შესაძლო ლეგალიზაციაზე

11 Sep 2018 22:40

„გაგიჟდნენ?" - ასეთია პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის გამოხმაურება მარიხუანის მოყვანის და ექსპორტის შესაძლო ლეგალიზაციაზე.


ადა მარშანია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს ემსახურება.


„გაგიჟდნენ? გადადგნენ ჭკუიდან თუ რა მოუვიდათ? თუ მათი უფროსი ვინც არის, რა ვიცი, მათი უფროსი არის ივანიშვილი, ასე ვიცით ჩვენ. ნუ, ახლა თუ ივანიშვილს აინტერესებს ეს, როგორც ახალი მეთოდი, ბერკეტი და მექანიზმი ახალი ფულის შოვნისა, თუ ამაშია საქმე, თავისთავად ცხადია, ყურმოჭრილი მონა ქართული ოცნება ამას დაეთანხმება,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.  

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი