"პატრიარქი ყოველთვის იყო სამშობლოსა თუ საზღვარგარეთ, განსაცდელში მყოფი ადამიანების იმედი და ნუგეშისმცემელი"- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს;


,,დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 44-ე წელს. ერის წინაშე მისი დამსახურება უდიდესია. 


ათწლეულების განმავლობაში, პატრიარქი დაუღალავად ემსახურებოდა და ემსახურება ეკლესია-მონასტრების აღდგენის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ომის დროს, რთული ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის, საზოგადოების გაერთიანების და საქართველოს აღორძინების საქმეს. ის ყოველთვის იყო სამშობლოსა თუ საზღვარგარეთ, განსაცდელში მყოფი ადამიანების იმედი და ნუგეშისმცემელი. 


მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ."- წერს არჩილ თალაკვაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი