IDFI : "საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე 1 დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან გააფორმა"

05 Sep 2018 10:02

IDFI - იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც ეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საეჭვო შესყიდვებს: https://bit.ly/2Q4f9iS

 

როგორც ორგანიზაციიდან საინფორმაციო პორტალ "მხარეს" აცნობეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ადაპტაცია ცვლილების და საპროექტო სამუშაოს შესყიდვაშეიცავს რისკებს, რომლებიც აღნიშნულ შესყიდვას საეჭვოს ხდის.  რისკებად კი, ორგანიზაციაში მიიჩნევენ შემდეგს:

 

- შესასყიდ სამუშაოზე ელექტრონული ტენდერი არ გამოცხადდა;

 

- დადებული ხელშეკრულება არაა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზაში;

 

- ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე;

 

- კომპანიის მფლობელსა და შემსყიდველი უწყების მინისტრის მოადგილეს შორის არის ნათესაური კავშირი;

 

- კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია სხვა სახელმწიფო შესყიდვაში.

 

"ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით, პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე 1 დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან.მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.

 

ჩვენ მიერ გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონისგავრცელება მთავრობის სარეზერვო ფონდებით გაწეულ ხარჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამჭვირვალობა,კონკურენტული გარემო და საეჭვო გარიგებების პრევენცია."-აცხადებენ კომპანიაში.

 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი