"ვისაც პრობლემა გაქვთ ოჯახის წევრის ნარკომანობასთან დაკავშირებით - დამიკავშირდით"- მანჩო გიორგობიანი

26 Aug 2018 00:27

"ერო და ბერო, ვისაც გაინტერესებთ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია - ლეგალიზაციის პრობლება, მოქუჩდით!..


გუშინ, პირველი შეხვედრა გვქონდა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც მოვამზადებთ კანონპროექტს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა , ეს არის ჯგუფი, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია ლეგალიზაციის ! არა დეკრიმინალიზაციის, არამედ ლე-გა-ლი-ზა-ცი-ის!!!.. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, რაღაც-რაღაც საკითხებზე შევჯერდით... ამ წუთას, არ შემიძლია გითხრათ ჯგუფის ზუსტი შემადგენლობა (ზოგმა ვადა ითხოვა მოფიქრებიისთვის.. ჩვენთან კი არიან, მაგრამ აი, ყოველდღიური ჩართულობა თუ შეუძლიათ ეს აქვთ მოსაფირებელი) თითქმის ყველას იცნობთ, არიან ისეთები, ვისაც ნაკლება იცნობთ, მაგრამ გაგაცნობთ...


პირადად მე, თავიან-ფეხიანდ ჩავერთვები... აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და ამ ეტაპზე (შემდეგზეც, თუ ჩვენი აზრები კვლავაც დაემთხვევა. დეტალებს ვგულისხმობ...), გავერთიანდები კობა დავითაშვილთან, რომელიც იურიდიულად გამართულად მოამზადებს კანონ-პროექტს ... დანარჩენს მოგახსენებთ 29 აგვისტოს , საინიციატივო ჯგუფის მეორე შეხვედრის შემდეგ..


ნარკოტიკის ლეგალიზაციასთან ბრძოლის სტრატეგია ნაწილობრივ შემუშავებულია, აქ მხოლოდ კანონპროექტი არ არის, კიდევ რამდენიმე ძაალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისათვის, ყოველი შემთხვევისათვის, რომ იცოდეთ... უფრო კონკრეტულად ჩამოვყალიბდებით და ყველაფერს მოგახსენებთ... რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი თანადგომის... მე, თქვენს გარეშე, ვარ 0 - ზერო!


p.s. მშობლებს და ოჯახებს, ვისაც პრობლემა გაქვთ ოჯახის წევრის ნარკომანობასთან დაკავშირებით და რამე კითხვა გექნებათ, რაც გგონიათ, რომ მე , თქვენზე უკეთ ვიცი, თუნდაც როგორ დავაწვინოთ ავადმყოფი კლინიკაში და როგორ მოვიზიოთ სახლწიფო დაფინანსება..
აი, ამ ეს ხალხი დამიკავშირდით 5 99 53 03 13...


ძალიან გთხოვთ, დამიკავშირდნენ მხოლოდ ისეთეები, ვისაც რეალურად უნდა პრობლემის მოგვარება, სალაიილაოდ ნამდვილად არ მცალია, კატასტროფულად დაკავებული ვარ..."

კომენტარები:

ფართი შოპი