ფრიდონ ინჯია თეა ახვლედიანს: ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით თქვენ ვერ ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ფუნქციას, რასაც ჰქვია შერიგების მინისტრი

ეკონომიკა 18 Nov 2021 23:33

„ქალბატონო თეა, მიუხედავად ჩემი სიმპათიისა თქვენს მიმართ, თქვენ ვერ ასრულებს სახელმწიფო მინისტრის ფუნქციას, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით, რასაც ჰქვია შერიგების მინისტრი. სანამ ოკუპაციის კანონი არსებობს ამ ფორმით მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფო სტრუქტურა საერთოდ ზედმეტია და გასაუქმებელია, გარდა თანასწორობის საკითხებისა, სადაც, მე მგონი, თქვენ საკმაოდ კარგად მუშაობთ, რომელიც ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მეორადია“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოსმენის დროს.


მისი თქმით, იგი მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგების მიმართულებით, თუ მას ამ კუთხით მნიშვნელოვანი გეგმები ექნება.


„თუ თქვენ რამეს მოიფიქრებთ და გექნებათ მნიშვნელოვანი გეგმები შერიგების თვალსაზრისით, ჩათვალეთ, რომ მე ვიქნები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ინტერესების დამცველი და მათი ხმა საქართველოს პარლამენტში, რადგანაც მათთან ძმობა და მეგობრობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებშია“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.


მისი თქმით, ოკუპაციის კანონი, რომლის შექმნაში ლომის წილი  მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და გასაუქმებელია ან ძირეულად შესაცვლელი.



კომენტარები:

ფართი შოპი