"როცა, ყოველ წელს, ფესტივალი მთავრდება დაკრძალვით, გასართობად წასულ ახალგაზრდას, სახლში მიასვენებენ - ხელისუფლებაა სუსტი"- ნანუკა ჟორჟოლიანი

25 Aug 2018 23:21

"როცა, ყოველ წელს, ფესტივალი მთავრდება დაკრძალვით უნდა მივხვდეთ, რომ რაღაც რადიკალურად არის შესაცვლელი! გასართობად წასულ ახალგაზრდას, სახლში რომ მიასვენებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლებაა სუსტი, არის საგანგაშო!


P.S. ასეთ პესტივალზე, სადაც ნარკოტიკი შეიძლება მიიღოს ადამიანმა, სასწრაფო მანქანები უნდა იდგეს ფაქტიურად ტერიტორიაზე. 4GB-ს აქვს ამის გამოცდილება, (raver care )მეგობრები არ უნდა ასულიერებდნენ გულწასულ ახალგაზრდას. იქვე უნდა იყოს ექიმი, ნარკანით და ყველა აუცილებელი პრეპარატით, რომ ძალიან სწრაფად ჩაუტარდეთ სასწრაფო დახმარება ადამიანებს.


ალბათ კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ეს თემა ვინმეს უნდა ადარდებდეს. “აა, ხო გინდოდათ ლეგალიზაცია ესაა შედეგი” არის ლეღვობა. იმიტომ რომ ამ, ორ ამბავს, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს!"

კომენტარები:

ფართი შოპი