მიხეილ სააკაშვილის ვაჟი: "სა­ხე­ზეა სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, გულ­გრი­ლო­ბა, ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ემი სა­ხე­ლით, ჩემი ძმის სა­ხე­ლით და დე­დაჩ­ვე­ნის სა­ხე­ლით, გთხოვთ, გა­და­იყ­ვა­ნეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში"

ხალხის ხმა 15 Nov 2021 21:11

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს და მა­მის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვს:


"მე პო­ლი­ტი­კის­გან ყო­ველ­თვის შორს ვი­ყა­ვი და ახ­ლაც მოგ­მარ­თავთ რო­გორც შვი­ლი, შვი­ლი, რო­მე­ლიც ხე­დავს, რომ მა­მა­მისს ემუქ­რე­ბა საფრ­თხე. რო­დე­საც მა­მა­ჩე­მი და­ა­კა­ვეს, მე გულ­წრფე­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ მას შე­უქ­მნიდ­ნენ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს, მო­ექ­ცე­ოდ­ნენ ღირ­სე­უ­ლად და რომ მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ და­უ­მუქ­რე­ბო­და


მაგ­რამ მოხ­და ის, რაც მოხ­და და ვნა­ხეთ ის, რაც ვნა­ხეთ, მე პი­რა­დად დავ­რჩი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ჯერ კლი­ნი­კა­ში არ გა­დაყ­ვა­ნით, შემ­დეგ უკვე ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვით და იმ სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბით, რო­მე­ლიც ალ­ბათ, წა­რუშ­ლე­ლად ჩა­ი­ბეჭ­და ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.


მინ­და, მივ­მარ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებს, მე ვიცი, რომ ბევ­რი თქვენ­გა­ნი თავს ჰუ­მა­ნის­ტად მი­იჩ­ნევს და ისიც მეს­მის, რომ გაქვთ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი მა­მა­ჩე­მის მი­მართ, გულ­წრფე­ლად მინ­და მო­ვი­დეს დრო, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თად, ობი­ექ­ტუ­რად, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სებს წარ­სულს, მაგ­რამ ის, რაც ახლა ხდე­ბა, გას­ცდა თუნ­დაც პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას და გა­და­იქ­ცა ძა­ლი­ან სა­შიშ და მა­ხინჯ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად. სა­ხე­ზეა სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, გულ­გრი­ლო­ბა, ყვე­ლა­ზე უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა.


ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უძ­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯით გა­დაჭ­რას არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და მოხ­სნას ის საფრ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის ჯან­მრთე­ლო­ბას ემუქ­რე­ბა. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მისი სიკ­ვდი­ლი არა­ვის უნდა, ან აწყობს, ამი­ტომ, ჩემი სა­ხე­ლით, ჩემი ძმის სა­ხე­ლით და დე­დაჩ­ვე­ნის სა­ხე­ლით, გთხოვთ, გა­და­იყ­ვა­ნეთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში."



კომენტარები:

ფართი შოპი