Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 033 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 033 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 


ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  761 067-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.78% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.46%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 696 921.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 


პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 584 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: 


თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, შიდა ქართლი - 511, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536 საიდანაც: 


6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 664, აჭარაში - 575, იმერეთში - 1 429. 


ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699 პირი, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 124, იმერეთში - 516. 


ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პირი,  მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 39, იმერეთში - 30. 1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 278 - აჭარაში.  


5 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 1.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270  პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287  ადამიანი.



კომენტარები:

ფართი შოპი