როგორ უნდა გავაფორმოთ სახლი და რომელი ხილი უნდა ვაკურთხოთ ფერისცვალების დღესასწაულზე - მღვდელმონაზონი ანდრია(სარია) გვესაუბრება

19 Aug 2018 00:11

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრისფერისცვალებასაღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებშიყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღეთევზით ხსნილია.

ფერისცვალებას თითქმის ყველა ოჯახში ხილისკურთხევით აღნიშნავენ. როგორ უნდა აღვნიშნოთ სახლში ფერიცვალობა, რომელი ლოცვაწავიკითხოთ და რომელი ხილის კურთხევა ჯობია. გვესაუბრება მღვდელმონაზონი ანდრია(სარია):



- ამ დღესასწაულისთვის მთელი გულით უნდა ემზადებოდეს ეკლესიაში წასასვლელად.ჭეშმარიტი დღესასწაული და სულის ზეციური ზეიმი იქ განიცდება. მოუნათლავი -მოინათლოს, მორწმუნე - ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მტერს დავუმოყვრდეთ,მოძულეთ შევუნდოთ. გარყვნილება სიწმინდით ჩავანაცვლოთ. ლოთმა, ნარკომანმა დამწეველმა მიატოვოს მავნე ჩვევა. ცოლი და ქმარი დაზავდნენ, ოჯახის წევრები სიყვარულითაღშენდნენ. ყველამ ფერი ვიცვალოთ; ესაა ჩვენი მოწოდება უფლის მიერ! 

- რომელი ლოცვის წაკითხვა გვმართებს?

- ფერისცვალების საგალობლები. სახლშიკარგია ოჯახის წევრებმა ერთად გადაიხადონ პარაკლისი და ფერისცვალების ტროპარიიგალობონ. ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩვენე მოწაფეთა შენთადიდებაი შენი ძალისაებრ მათისა, და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა, ცოდვილთა, ნათელი შენიმიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა, ნათლისა მომცემელო უფალო,დიდება შენდა. კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და რაოდენ ძალ-ედვა,მოწაფეთა შენთა დიდებაი შენი უჩვენე, რაითა რაჟამს იხილონ ჯვარცმაი შენი, გულისხმაჰყონ, ვითარმედ ვნებაი იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარჭეშმარიტად ბრწყინვალებაი მამისაი. უფალს უნდა ვთხოვოთ, ჩვენი "სულიერი კანი"შეცვალოს. განგვწმინდოს ცოდვებისგან და განახლებული გულით ანგელოზებთან ერთადგვაგალობოს.

- ფერისცვალების დღესასწაულზე ყველანაირი ხილი შეიძლება ვაკურთხოთ?ეგზოტიკურიც? ბანანი და მსგავსი?
- ხილის კურთხევის წესი, ტრადიციის შედეგია, რაც შემდგომში მსახურების ნაწილი გახდა.წმინდა მამათა ნაშრომებში ყურძენზე იყო აკრძალვა, არ შეიძლებოდა 19 აგვისტომდე ამხილის მიღება და მიმღებს სულიერი მოძღვარი ეპიტემიას ადებდა. პირველნაყოფებიიკურთხება, რაც ჩვენს ქვეყანაში მოდის, ამით უფლისადმი მადლიერებას გამოვხატავთ,თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი ხილის მიტანა და კურთხევა.

- სახლში უნდა მივირთვათ თუ არა ნაკურთხი ხილი?
- ეკლესიაში ნაკურთხი ხილი შეგვიძლია მივართვათ ოჯახის წევრებს და ამით გადავცეთ ისნაყოფი, რითაც შევიჭურვეთ ტაძარში ლოცვის ჟამს.

- სახლში უნდა შევცვალოთ თუ არა რამე სიმბოლურად?
- ფერისცვალების დღესასწაული ადამიანს ცვლის შინაგანად, უფრო სწორედ ამისკენ არისმოწოდება მართლმკვეთელი ქრისტიანისთვის. გარეგნული მხარე ხელს გვიწყობს შიდასიხარულისა და განწყობის შესაქმნელად. ეკლესიამ ამ დროისთვის სამღდელო სამოსელისფერიც კი განსაძღვრა და მღვდელი ტიბიკონის გათვალისწინებით თეთრი ფერის სამოსლითუნდა შეიმოსოს. ჩვენც ანალოგიურად სახლში შეგვიძლია თეთრი ფერით გავაფორმოთ სახლი,სადღესასწაულო იერი მივცეთ, თუ ეს გაგვახარებს. გარედან შემოტანილი სიხარული, სულსაძლიერებს.


shin.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი