ჰამერის ლიმუზინი ქირავდება ლინკოლნის ლიმუზინის დაქირავება ფეიერვერკი ფეიერვერკების მაღაზია bushtebis magazia ბუშტების მაღაზია ფურშეტი ქეითერინგი ალა ფურშეტი კრაისლერის ლიმუზინის ქირაობა ჰელიუმის ბუშტები heliumis bushtebi მრგვალი ფორმის ბუშტები (ჰელიუმით) ბუშტების გირლიანდა bushtebis girlianda ბუშტების ბრენდირება bushtebis brendireba გულის ფორმის ბუშტები gulis formis bushtebi ლატექსის ბუშტები ქრომირებული ბუშტები პიროწარწერა pirotsartsera ფერადი ფურცლების წვიმა (კონფეტი) სასცენო ჩანჩქერი, sasceno chancqeri სასცენო შადრევანი, sasceno shadrevani საჩუქრები, საჩუქრების მაღაზია, sachuqrebi სასაჩუქრე კალათები sasachuqre kalatebi მომსახურე პერსონალი პრომო სააგენტო პრომო გოგონა პრომო გოგონები პრომო გოგო ვარდისფერი ლიმუზინი ქირაობა vardisperi limuzini სასაჩუქრე კალათი #1 სასაჩუქრე კალათი #2 სასაჩუქრე კალათი #3 სასაჩუქრე კალათი #4 სასაჩუქრე კალათი #5 სასაჩუქრე კალათი #6 სასაჩუქრე კალათი #7 სასაჩუქრე კალათი #8 სასაჩუქრე კალათი #9 სასაჩუქრე კალათა #10 სასაჩუქრე კალათა #11 სასაჩუქრე კალათა #12 სასაჩუქრე კალათა #13 სასაჩუქრე კალათა #14 სასაჩუქრე კალათა #15 სასაჩუქრე კალათა #16 სასცენო მძიმე ბოლი sasceno mdzime boli სასცენო ბოლის ეფექტი sasceno boolis epeqti ფერადი ბოლი peradi boli ბუშტების ჩამოყრა bushtebis chamoyra ინვენტარის გაქირავება inventaris gaqiraveba ქირავდება ჭურჭელი qiravdeba churcheli ქირავდება ვისკის ჭიქები, viskis chiqebi ქირავდება არყის ჭიქები, qiravdeba aryis chiqebi ქირავდება შამპანიურის ჭიქები, shampaniuris chiqebi ქირავდება წვენის ჭიქები, qiravdeba wvenis chiqebi ქირავდება ღვინის ჭიქები, qiravdeba gvinis chiqebi ფურშეტის თეფში (18სმ) ქირავდება თეფშები ქირავდება ყავის ჭიქები ლამბაქით ქირავდება სუფრის ჩანგლები ქირავდება სუფრის დანა ჩაის კოვზი ქირავდება მელამინის ლანაგრი შოკოლადის შადრევანის აპარატი ქირავდება წვნიანის გამათბობელი აპარატი ქირავდება გლინტვეინის აპარატი, glitvinis aparati ქირავდება წყლის მადუღარა, wylis madugara ელექტრო მარიმიტი eleqtro marmiti ქირავდება ელექტრო ქრომირებული მარმიტი თედის დათუნია ვარდებით, sachuqrebi თედი ბეარი, ყველაზე დიდი დათუნიები საქართველოში ლიმუზინის ქირაობა ქუთაისში დაბადების დღის ბუშტები dabadebis dgis bushtebi retro manqanebi fotosesiistvis რეტრო მანქანები ფოტოსესიისთვის retro manqanebi qorwilistvis რეტრო მანქანები ქორწილისთვის სავეცკი მანქანები dzveleburi manqanebis qiraoba ძველებური მანქანების ქირაობა limuzinebi wveulebebistvis limuzinebi qorwilistvis limuzinit gaseirneba ლიმუზინები წვეულებებისთვის ლიმუზინები ქორწილისთვის ლიმუზინით გასეირნება ლიმუზინით მომსახურება limuzinit momsaxureba yvelaze magari limuzini tbilishi ყველაზე მაგარი ლიმუზინი თბილიში yvelaze magari limuzini saqartveloshi ყველაზე მაგარი ლიმუზინი საქართველოში limuzini wveulebebistvis hameriss limuzini qorwilistvis limuzini qorwilistvis ლიმუზინი წვეულებებისთვის ჰამერის ლიმუზინი ქორწილისთვის ლიმუზინი ქორწილისთვის ასოების დანთება გულის დანთება ცეცხლოვანი კედელი cekvis dros furclebis chamoyra ცეკვის დროს ფურცლების ჩამოყრა saqorwilo efeqti საქორწილო ეფექტი profesionaluri konfeti პროფესიონალური კონფეტი გულის ფორმის კონფეტები purclebis chamoyra ფურცლების ჩამოყრა შაშხანების გაშვება პულტით sadgesaswaulo shashxanebi cecxlovani derefani scenis feierverki სადღესასწაულო შაშხანები ცეცხლვანი დერეფანი სასცენო ფეიერვერკი ეფექტები ქორწილისთვის საქორწილო შაშხანები სცენი მაშხალები სცენის შაშხანები მაშხალები შაშხანები ცეცხლოვანი წვიმა cecxlovani shadrevani ცეცხლოვანი შადრევანი sasceno feierverki shida feierverki შიდა ფეიერვერკი სცენის ფეიერვერკი სასცენო ეფეთქტი feierverkebis 24 saatiani magazia ფეიერვერკების 24 საათიანი მაღაზია feierverkebi dabadebisdgistvis ფეიერვერკები დაბადებისდღისთვის feierverkis shekveta ფეიერვერკის შეკვეთა ქორწილისთვის saqorwilo feierverki qorwilis feierverki feierverki qorwilistvis საქორწილო ფეიერვერკი ქორწილის ფეიერვერკი ფეიერვერკი ქორწილისთვის გრანიოზული ფეიერვერკი feierverkebi iafad ფეიერვერკები იაფად პიროტექნიკით მომსახურება piroteqnika პიროტექნიკა feierverkebi mitanis servisit feierverkebi mitanit feierverkebi momsaxurebit ფეიერვერკები მიტანის სერვისით ფეიერვერკები მიტანით ფეიერვერკები მომსახურებით feierverkebis shekveta ფეიერვერკების შეკვეთა feierverkis gashveba ფეიერვერკკის გაშვება ფეიერვერკების მაღაზია თბილიში feierverkebis magazia tbilishi feierverkis mowyoba tbilishi piroteqnikosi piroteqnikosis momsaxureba sadgesaswaulo feierverkebi peierverkis mowyoba sadgesaswaulo peierverki პიროტექნიკოსი პიროტექნიკოსის მომსახურება საახალწლო ფეიერვერკები ფეიერვერკების სააგენტო ფეიერვერკის მოწყობა churchlis qiraoba ჭურჭლის ქირაობა skamebis gaqiraveba ქირავდება სკამები მაგიდა სკამების ქირაობა სადღესასწაულო ინვენტარის გაქირავება ფურშეტის ინვენტარი ფურშეტის ინვენტარის გაქირავება საქორწილო ინვენტარის გაქირავება წვეულების ინვენტარის გაქირავება საკონფერენციო ინვენტარის გაქირავება ბუშტებით მომსახურება ბუშტების მომსახურება ბოლი ფოტოსესიისათვის მსუბუქი ბოლის ეფექტი bolis gashveba bolis epeqti bolis effekti ბოლის ეფექტი sakoncerto boli boli iventebistvis კონცერტის ბოლი საკონცერტო ბოლი ბოლი ივენთებისთვის scenis boli saqorwilo boli საქორწილო ბოლი ქორწილის ბოლი ბოლი ქორწილისთვის სცენის ბოლი ბოლის გაშვება სადღესასწაულო ფეიერვერკი ბუშტების მაღაზიის გახსნისთვის შესასვლელის ბუშტებით გაფორმება მაღაზიის ბუშტებით გაფორმება ბუშტების გაკეთება დაგრეხილი ბუშტები ბუშტების გრეხილი ბუშტების შეკვეთა ჰელიუმის ბუშტები მიტანის სერვისით ბუშტების გირლიანდები folgirebuli bushtebis dekoracia dabadebisdgis oqrosferi bushtebi oqrosferi bushtebi oqrosferi folgirebuli bushtebi folgirebuli cifrebi da asoebi ფოლგირებული ბუშტების დეკორაცია დაბადების დღის ოქროსფერი ბუშტები ოქროსფერი ბუშტები ოქროსფერი ფოლგირებული ბუშტები ფოლგირებული ციფრები და ასოები ბუშტები ასოები ბურთებით აწყობილი არკა ბუშტების არკა საახალწლო გირლიანდა ჰელიუმის ბუშტები ვაკეში ჰელიუმის ბუშტები ვარკეთილში ჰელიუმის ბუშტები გლდანში ჰელიუმის ბუშტები ვაჟაზე ჰელიუმის ბუშტები პეკინზე ბუშტების გაფორმება ჰელიუმის ბუშტები თავისუფლებაზე bushtebis shekveta ბუშტების მაღაზია heliumiani bushtebis magazia heliumis bushtebis magazia heliumiani bushtebi iapad heliumis bushtebi iafad ჰელიუმიანი ბუშტებით გაფორმება ჰელიუმის ბუშტები იაფად ადგილზე მიტანით heliumis bushtebi სად ვიყიდო ჰელიუმის ბუშტები ჰელიუმის ბუშტები გამოძახებით ჰელიუმის ბუშტები იაფად ჰელიუმის ბუშტები წერეთელზე ჰელიუმის ბუშტები დიღომში ჰელიუმის ბუშტები მარჯანიშვილზე ჰელიუმის ბუშტები თბილისში ჰელიუმის ბუშტები რუსთავში ჰელიუმის ბუშტები საბურთალოზე ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba

“მეუფეები დაჟინებით სთხოვდნენ პატრიარქს, რომ მას ივანიშვილისთვის ვასაძის კანდიდატურის დასახელება ეთხოვა”

18 Aug 2018 00:36


“მეუფეები დაჟინებით სთხოვდნენ პატრიარქს, რომ მას ივანიშვილისთვის ვასაძის კანდიდატურის დასახელება ეთხოვა”


რა შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან ვასაძე, რას სთხოვდნენ მასთან დაახლოებული ეპისკოპოსები პატრიარქს, როგორ ითხოვდა ზურაბიშვილი სააკაშვილისგან ცხინვალის დაბომბვას, რატომ არ უნდა გაატაროს ის ცესკომ რეგისტრაციაში? _ ამ თემებზე `ახალ თაობას" ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.



გოჩა მირცხულავა:
_ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის გარშემო `ოცნების~ კონცენტრირება ერთის მხრივ საზოგადოების სიფრთხილეს აჩენს, ხოლო მეორეს მხრივ ანტაგონიზმს იწვევს. ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ. ის საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა, `ოცნების~ პირველი პირებისგან რაღაც გარანტიები რომ არ მიეღო.
ვერ ვიტყვი, რომ მას ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა ამ თემაზე კონსულტაციები. შესაბამისად ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გარკვეულ ავანტიურასაც შეიცავს. არ გამიკვირდება, რომ `ოცნების~ თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილის გარდა, თავის თანაპარტიელებსაც აკვირდებოდეს.

_ თანაპარტიელებს რატომ უნდა დააკვირდეს?

_ მათი განცხადებების გამო. `ოცნების~ ლიდერების ერთ ჯგუფს უპირობოდ მიაჩნია, რომ სწორედ ზურაბიშვილი იქნება ის კანდიდატი, ვისაც მხარი უნდა დაუჭირონ. არადა უმრავლესობის ბოლო სხდომაზე გადაჭრით არ თქმულა, რომ მმართველი პარტია მას დაუჭერდა მხარს. შესაბამისად, არ გამიკვირდება, რომ ბატონმა ივანიშვილმა ზურაბიშვილს იმედები გაუწბილოს.
ეს ერთი თვე დაკვირვების პერიოდი იქნება. ქართული პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან ამომრჩეველს საპრეზიდენტო კანდიდატად ახალი სახე ვერ შესთავაზა. მართალია, გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად სულ 2 წელია რაც შემოვიდა, მაგრამ ახალ სახეს ვერც მას დავარქმევთ. ის ასე თუ ისე ნაციონალებთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მან პარტიისგან გარკვეული დისტანცირება მოახდინა.
არც ბაქრაძეა ახალი. მიუხედავად იმისა, რომ ის მშვიდი ადამიანია, ელექტორალურად ის ვერ იქნება მისაღები კანდიდატი. ამომრჩეველი კანდიდატის ბეგრაუნდზე აპელირებს.
ახალ სახედ გვრჩება ისევ და ისევ ზურაბიშვილი, რომელიც წინააღმდეგობებში მოდის თავის განცხადებებთან. 2008 წლის 6 აგვისტოს ის ერთმნიშვნელოვნად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ავიაცია გამოეყენებინა რუსეთის მიერ ქართული სოფლების დაბომბვის წინააღმდეგ.
იმ დროს, როცა რეგიონში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩავიდა. ამ ქალმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, სად არის ამ პირობებში თავდაცვის მინისტრი და რატომ არ ვიღებთ ადეკვატურ ზომებსო.

_ რა გამოდის, სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილმა უბიძგა ცეცხლის გახსნისკენ და ომისგან?

_ იმ ვითარებაში, რაც მაშინ იყო, კონფლიქტში ჩართვა გარდაუვალი იყო. მაშინდელი ოპოზიცია სააკაშვილს კატეგორიულად სთხოვდა, მოწინააღმდეგისთვის სათანადო პასუხი გაეცა.

_ აბა ახლა რატომ გმობენ სააკაშვილს ამ ნაბიჯისთვის?

_ ამათ პუტინის გულის მოგებას ცდილობენ. არადა `ოცნებაში~ შემავალი პერსონები 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილს იმ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ, რომლებიც მან გადადგა. ახლა ამ ნაბიჯებს პროვოკაციად აფასებენ და ათას სისულელეს ამბობენ.
სალომე ზურაბიშვილს კიდევ ბევრი არათანმიმდევრული განცხადება აქვს გაკეთებული. ჩემთვის არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ მას დიპლომატიური გამოცდილება აქვს. მას დიპლომატიის მეტრად იმიტომ მივიჩნევთ, რომ ქაჯები ვართ და უკეთესი არ გვინახავს. ამ ქაჯობიდან გამომდინარე ვუკრავდით თავის დროზე მას ტაშს. ზოგი ახლაც აგრძელებს ტაშის დაკვრას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ფუნქცია და როლი დააკნინოს. მართალია, მისი უფლებები კონსტიტუციით შეკვეცილია, მაგრამ პრეზიდენტია არის სახელმწიფოს მეთაური. გაიძახიან, რამდენი უფლებაც აქვს, იმდენი კვადრატული მეტრი სასახლე ჰქონდეს.
ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, რომელი ქვეყნის პირველ პირს მოუნდება ასეთ დაკნინებულ და მმართველი პარტიის მიერ დაბეჩავებულ პრეზიდენტთან შეხვედრა? განა ეს არ არის სახელმწიფო სიმბოლოების და კონსტიტუციის შეურაცხყოფა?
კონსტიტუციაში კარგად ჩაიხედოს ქვეყნის მთავარმა კანონის მნგრეველმა ირაკლი კობახიძემ და გვითხრას, არის თუ არა პრეზიდენტი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი. უხერხულია, როდესაც ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის შეზღუდულ უფლებებს უსვამს ხაზს. ის მხოლოდ იმით არის გამორჩეული, რომ პოლიტსაბჭოს სხდომებზე ბიძინა ივანიშვილის გვერდით ზის. ამ უპირატესობის გამო ის უკვე მესამე წელია, თვალში ნაცარს გვაყრის.

_ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კახა კუკავას ინიციატივამ. მან ლევან ვასაძეს შესთავაზა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მის პოლიტიკურ ამბიციებზე თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ. თქვენი აზრით, მიიღებს ვასაძე არჩევნებში მონაწილეობას და კუკავას განცხადება ამ მიმართულებით ნიადაგის მომზადება ხომ არ იყო?

_ ლევან ვასაძეს ძალიანაც უნდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამ შეთავაზებას არ დათანხმდება. მას არაფერში არ სჭირდება კუკავას შეთავაზებული მოთელვა. ვასაძის ამბიციების მქონე ადამიანს უნდა, რომ ხალხმა სთხოვოს, კენჭი იყაროს.
გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ქართველთა ყრილობა რომ უნდა გამართულიყო? ეს ყრილობა ჩაიშალა. იყო მცდელობა, რომ ვასაძის პრეზიდენტობის საკითხი ამ ღონისძიებაზე გაჟღერებულიყო.

_ ეგ ყრილობა რატომ ჩაიშალა? ორგანიზატორების ნაწილმა გადამწყვეტ მომენტში უკან დაიხია.

_ აქ უთანხმოების მომენტი იყო. ყრილობა საპატრიარქოს გამოც ჩაიშალა. ეკლესია ამ ყრილობას გაემიჯნა და აღარ გამოვიდა ერის და ბერის ერთიანობა, რის წარმოჩენაც ყრილობის ორგანიზატორებს უნდოდათ. ჩვენ ამ ყრილობის წინაც ვისაუბრეთ და მაშინ გითხარით, რომ ორგანიზატორებს ეს ყველაფერი ისე ცუდად აქვთ მოფიქრებული, კაცი ვერ გაიგებდა, რატომ ერქვა ამ ღონისძიებას ქართველთა ყრილობა.
ყრილობის ამოცანა ასეთი იყო _ ერს და ბერს ვასაძისთვის უნდა ეთხოვა, რომ მას კენჭი ეყარა. თავად ბიზნესმენი არ ყრილობას არ დაესწრებოდა. მისია მაშინ ვერ შესრულდა.

_ და ახლა კუკავას გააჟღერებინეს ეს ინიციატივა?

_ კუკავამ ეს ინიციატივა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე გააჟღერა. ბატონი კახა დიდად ნუ გამოიდებს იმაზე თავს, რომ მან ვასაძის იდეოლოგიური მისწრაფებების შესახებ არაფერი არ იცის. ბატონი ბიზნესმენი დუგინს უჭერს მხარს და მისი იდეოლოგიის მიმდევარია.
ყველას კარგად ახსოვს ის ცნობილი განცხადება, რომელიც ვასაძემ მოსკოვში გააკეთა. მან თქვა, აღადგინეთ დიდი ევრაზია და ჩვენ ახალ იმპერიად გაღიარებთო. ასეთი ნარატივი მის გამოსვლაში გამუდმებით ჟღერს.
მაინტერესებს, კუკავა იდეოლოგიურად რამდენად ეთანხმება ბიზნესმენს. და კუკავაზე თუ ვიტყვით, რომ პრორუსი პოლიტიკოსია, ძალიან გაუტყდება? ჩვენ ბევრი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი გვახსოვს მოსკოვსა და პეტერბურგში. რუსეთს სტუმრობდა ბატონი კახაც.
ხშირად დადიოდნენ ქართველი პოლიტიკოსები ალექსანდრე ებრალიძესთან. ყველა ცალ-ცალკე ეუბნებოდა მას, რომ 500.000 მხარდამჭერი ჰყავდა და ფულს სთხოვდნენ. ებრალიძე ყველას დასცინოდა.
ახლა ისევ ძველი ნარატივით უნდა წავიდეთ, რომ რუსეთი არის ხსნა და გადარჩენა? ვინმეს თუ უნდა, რომ რუსული კანდიდატები წარმოაჩინოს, იცოდეს ისიც, რომ მოსკოვი დათვალიერებას თბილისში არ ატარებს. კრემლისთვის არც კუკავას და სხვა ქართველი პოლიტიკოსის მესიჯებია საინტერესო. ისინი სასურველი კანდიდატის დათვალიერებას ადგილზე ატარებენ. მათთვის მისაღებ პერსონას ჩუმად შემოგვაპარებენ. არცერთ ქართველ პოლიტიკოსს არ მისცემენ იმის პატივს, რომ ეს გვარი მან გააჟღეროს.
არ გამიკვირდება, მოსკოვისთვის სასურველი კანდიდატი ძალიან პოპულარულმა და ავტორიტეტულმა ადამიანებმა გააჟღერონ.
ახლა რუსეთი ჩვენ დაბეჯითებით გვაკვირდება და მათთვის ძალიან ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნება თუ ჩვენ ერთმანეთს დავჭამთ. რუსეთს რამდენიმე კოზირი აქვს ხელში. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებია.
გაგახსენებთ დუგინის ერთ განცხადებას _ ჩვენ საქართველოში გვყავს ყველაზე დიდი მოკავშირე, ქართველი ხალხი. აქედან ამოსული ხომ არ იყო ქართველთა ყრილობა, რომელიც ჩაიშალა.
ვასაძეს სხვადასხვა ფობიები აქვს, რის გამოც ის ამ ეტაპზე პრეზიდენტობას არ დათანხმდება, თუ მყარი გარანტიები არ მიიღო.

_ ვისგან უნდა მიიღოს გარანტიები?

_ მან მყარი გარანტიები ქვეყნის გარედან უნდა მიიღოს. მას საქართველოს საპატრიარქოში სერიოზული გავლენები აქვს. რამდენიმე მეუფესთან არის დაახლოებული. ამ მეუფეებისგან დაჟინებით ითხოვდა პატრიარქისგან, რომ უწმინდესს მისი კანდიდატურა შეეთავაზებინა ივანიშვილისთვის.

_ პრეზიდენტად თუ პრემიერად?

_ პრეზიდენტად. ეს 2013 წლის არჩევნების წინ ხდებოდა. შესაბამისად ვასაძე არ არის ის ტიპი, რომელიც თავს `გაიბანძებს~.
მის გარეშეც ძალიან ცხელი და მძიმე არჩევნები გველის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცუდად აქვს თავისი საქმიანობა დაწყებული. დღეს ცესკოს ოპოზიცია სერიოზულად აკრიტიკებს, მაგრამ მათი გულწრფელობის ნაკლებად მჯერა.

_ რატომ?

_ მათ მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, როგორი მონსტრია ცესკო. სხვა პერიოდში მშვენივრად ახერხებენ, რომ კრიტიკის ფარგლებს გარეთ ამყოფონ ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ქვეყნის ბედსაც წყვეტს.
აქედან გამომდინარე, არჩევნები იქნება რთული. `ოცნება~ ძალიან ცუდ ნარატივს ნერგავს, ამბობენ, რომ კი დავუჭერთ ვიღაცას მხარს, მაგრამ რა, პრეზიდენტს არანაირი უფლებები არა აქვს. ამის გათვალისწინებით ელექტორატი აქტიური არ იქნება და საპრეზიდენტო არჩევნებში სასურველ კანდიდატს `ოცნება~ ადმინისტრაციული რესურსით გაიყვანს.
სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაცია ცესკოს მიერ იმ პირობებში, როდესაც მას ჯერ კიდევ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, არის კონსტიტუციის დარღვევა. თუ არ იციან, განვმარტავ _ კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტად შესაძლებელია არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე და არა _ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.
კონსტიტუცია ინტერპრეტაციებს არ და ვერ აიტანს. როდის დამთავრდება საფრანგეთში პროცედურები და როდის მოუხსნიან ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობას, ამის იმედად ვერ ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ. პირველი რიგში ჩვენს კანონს უნდა ვცეთ პატივი. ამ კანონის თანახმად კი, ცესკო ვალდებულია ზურაბიშვილი რეგისტრაციაში არ გაატაროს.



შორენა მარსაგიშვილი

"ახალი თაობა"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი