სად შეიძლება შემოდგომის გატარება

სხვადასხვა 26 Oct 2021 16:06

შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სახლში დარჩენისთვის, სადაც შეძლებ პლედითა და ცხელი ჩაის თანხლებით საყვარელ სერიალებს მთელი დრო დაუთმო, თუმცა მეორე მხრივ, გარეთ გასვლა და სეირნობაც კარგი არჩევანია, გააჩნია როგორი ტიპის ადამიანი ხართ და რისი კეთება გსიამოვნებთ ყველაზე მეტად. ყველაფერთან ერთად, ქალაქები სწორედ ამ დროსაა ყველაზე ფერადი, ხოლო ქალაქგარეთ თუ გახვალთ, ნამდვილ სილამაზესაც იხილავთ. ამ დროს მოგზაურობა, ან სხვა ქალაქში წასვლა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, თუკი დასვენება გწყურიათ. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა უმეტესად სიცივითა და ყვითელი ფოთლებით ხასიათდება, ხოლო ზღვისპირეთში სტუმრიანობა ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში აქ სტუმრობა არ ღირს.


შემოდგომაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი ცდილობს ზაფხულის შემდეგ არ მოდუნდეს და მოძრაობაში იყოს, ახალი ადგილები აღმოაჩინოს ან უბრალოდ ხშირად ისეირნოს. საკმაოდ კარგი პერიოდია ზღვისპირეთში დასასვნებლადაც, ამიტომ თუ ფიქრობ, რომ შემოდგომაზე ზღვის ნახვა გსურს, ან უბრალოდ სადმე წასვლა გჭირდება, ეს სტატია შენთვისაა.


ბათუმი ნამდვილად ის ქალაქია, სადაც ზაფხულის გარდა ყოველთვი შეიძლება სტუმრობა, აქ უამრავი რამეა სანახავი თუ დასათვალიერებელი. შემოდგომაზე აქაც ცივდება ამინდი და ასფალტს ყვითელი ფოთლები ფარავს. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში ვერ შეხვალ, მზის ჩასვლა ისევ ისეთი შთამბეჭდავი სანახაობაა, როგორც ზაფხულში. ხოლო თუ ბათუმის გარდა სხვა ადგილების აღმოჩენა გწადია, მაშინ უმჯობესია ბინები ურეკში მოძებნო, სადაც თუ აქამდე არ ხარ ნამყოფი, ნამდვილად გაოცებული დარჩები. ქვიშიან სანაპირო შედარებით თბილ დღეებში ფეხშიშველიც შეძლებ გასეირნებას და დროის გატარებას.


თუ უფრო მეტად მთა გიზიდავს, შეგიძლია მაღალმთიან აჭარას ესტუმრო, უბრალოდ წინასწარ სჯობს იცოდე, რომ ტემპერატურა აქ უკვე საკმაოდ დაბალია. მანამდე კი ბათუმში შეძლებ დროის გატარებას, ან შეგიძლია ჯერ მთას ესტუმრო, მერე კი ზღვას, შენი სურვილისდა მიხედვით.


მთების ხსენებაზე არ შეიძლება არ გაგვახსენდეს სვანეთი, რომელიც ყოველთვის დიდებული და ლამაზია, წლის ნებისმიერ სეზონზე. ამასთან ერთად, აქ საკმაოდ კარგადაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, სასტუმროებში კი, რომლებიც ყველა თქვენს მოთხოვნილებას არათუ აკმაყოფილებს, ხშირად აჭარბებს კიდეც, ყოველთვის მოიძებნება ადგილი.


შემოდგომაზე, თუ ბათუმური გამოცდილების მიღება გინდა, თუმცა ბათუმი დამღლელია, შეგიძლია ბინები ქობულეთში იპოვო, რომელიც ბათუმთან ახლოა, ხოლო ადგილი ნამდვილად კარგი. ასევე, აქ ფასები შედარებით დაბალია, რაც საკმაოდ კარგი პლიუსია. ზღვისპირეთში ნოტიო ამინდები იცის, ამიტომ აჯობებს ამისთვის წინასწარ იყო მზად.


ხოლო, თუ ქალაქში გინდა დასვენება და ახალი გამოცდილების მიღება, მაშინ ქუთაისს უნდა ესტუმრო თუ ნამყოფი არ ხარ, და თუ ხარ, კიდევ ერთხელ უნდა წახვიდე. აქ ნამდვილად უამრავი რამეა დასათვალიერებელი, უამრავი ადგილია, რომელსაც უნდა ესტუმრო და უამრავი კერძია დასაგემოვნებელი. ქუთაისი ნამდვილად არავის გაუცრუებს იმედს.


(R)



კომენტარები:

ფართი შოპი