თამარ გაბუნია - მზად ვართ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელსაც კონსილიუმის ექიმები გასცემენ

მზად ვართ რეკომენდაციები, რომელსაც გასცემენ კონსილიუმის ექიმები, გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად მოხდეს ექსპერტების მობილიზება იმისთვის, რომ გაეწიოს მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.


როგორც გაბუნია განმარტავს, კონსილიუმი რეგულარულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.


"ჯანდაცვის სამინისტრო ჩართულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში იმ გზით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ექსპერტებია შერჩეული კონსილიუმში მონაწილეობისთვის. 


კონსილიუმი რეგულარულად აფასებს მის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სპეციალისტების მითითების საფუძველზე.


მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ჯანმრთელობის კუთხით იკვეთება, ეს ბუნებრივია, შიმშილობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებებია. 


მზად ვართ, რეკომენდაციები, რომელსაც გასცემენ კონსილიუმის ექიმები, გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად მოხდეს ექსპერტების მობილიზება იმისთვის, რომ გაეწიოს მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება“,- აღნიშნავს გაბუნია.



კომენტარები:

ფართი შოპი