ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.


როგორც მან საუბრისას აღნიშნა, კონსილიუმი მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.


„ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. 


შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. 


ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. 


აღარ ვმონაწილეობ“,-აღნიშნავს ფაღავა.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზურაბ ფაღავამ მედიას განუცხადა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე მსჯელობდა, თუმცა იმავე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმს საუბარი არ ჰქონია.



კომენტარები:

ფართი შოპი