"საქართველოში, დაახლოებით 80 000 ადამიანი C ჰეპატიტით არის ინფიცირებული და არ იცის"- პაატა იმნაძე

03 Aug 2018 12:02

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით,  ქვეყანაში დაახლოებით 80 000 ადამიანი C ჰეპატიტით არის ინფიცირებული და არ იცის.


"ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლამდე ყველა ის ადამიანი გამოვავლინოთ, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს და არ იცის. ეს ვირუსი შეიძლება ატარო და მერე უცებ გაგიჩნდეს ციროზი და ღვიძლის კიბო. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად მივიდნენ, საქართველოში უამრავ ადგილას ტარდება სკრინინგი. დღეს ამ ვირუსის მორჩენა პრობლემა აღარაა. ვინც იცოდა ყვლა მორჩენილია, ახლა დაახლოებით 80 000 ადამიანია საქართველოში, ვინც ინფიცირებულია და არ იცის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები:

ფართი შოპი