ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი გამოდის: „შევრიგდეთო“, მიტინგებზე გამოსულან და ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიო - ჯოჯოხეთში ჩაყრა შერიგებას ნიშნავს?

TV - ამბები 18 Oct 2021 23:46

არ მჯერა, რომ რომელიმე მხარე გულწრფელია, როდესაც შერიგებაზე ლაპარაკობს - სააკაშვილი გამოდის, „შევრიგდეთო“, მიტინგებზე გამოსულან და „ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ მთელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიო“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, არც „ქართული ოცნება“ და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გულწრფელი არ არის, როდესაც შერიგებაზე საუბრობს.


მისი თქმით, იგი სოლიდარული იყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კონტრაქციის მიმართ:


„მიშას კონტრაქციის მიმართ ვიყავი სოლიდარული, მაგრამ ტრისტან წითელაშვილი რამ მიიყვანა და ვინ მიიყვანა, არ ვიცი. 


ასეთ საძაგელ კაცს გვერდზე, რომ დაიყენებ, უნდა იცოდე, რომ აფუჭებ ყველაფერს, არა და ის ხალხი, რასაც ლაპარაკობდა სიმართლეს ლაპარაკობდა.


არ მჯერა, რომ რომელიმე მხარე გულწრფელია, როდესაც შერიგებაზე ლაპარაკობს. 


არაგულწრფელად ლაპარაკობს, არაფერი ეტყობა, რომ სააკაშვილი მზად არის შერიგებისთვის. 


სააკაშვილი გამოდის, „შევრიგდეთო“, მიტინგებზე გამოსულან და „ჯოჯოხეთში უნდა ჩაგყაროთ მთელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიო.“ 


როდესაც გამოდიხარ და ასეთ რაღაცას ამბობ, ჯოჯოხეთში ჩაყრა შერიგებას ნიშნავს? ორივე მხარე თუ გულწრფელად დაიწყებს ლაპარაკს შერიგებაზე, ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმას, იქნება მართლა კარგი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი