"მინისტრობის შემდეგ, ისევ მეტროში რომ ჩავედი, გავოგნდი სიღარიბის დონით! 2012 წლის შემდეგ, ღარიბი ხალხი უარესად გაღარიბდა!"-პაატა ზაქარეიშვილი

27 Jul 2018 11:36

"ახალი თაობის" კითხვას - "რა არ მოსწონდა კვირიკაშვილის საქმიანობაში ივანიშვილს?", ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ასე პასუხობს:


"მას არ მოეწონა, როდესაც ქვეყანა მდიდრდებოდა და ეს სიმდიდრე არ ნაწილდებოდა საზოგადოებაზე. ღარიბები უარესად ღარიბდებოდნენ და ვინც ისედაც მდიდარი იყო, კიდევ უფრო მეტი ფული იშოვა.


ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, არ მყავს ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. როცა გავხდი მინისტრი, ბუნებრივია, მანქანა მემსახურებოდა და არ ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 4 წელი პაუზა მქონდა. 4 წლის შემდეგ რომ ჩავედი ისევ მეტროში, გავოგნდი სიღარიბის დონით! პატარა ბავშვი რომ სახლში იზრდება, შენ თვალწინ, ვერ ხვდები, როგორ იზრდება, მაგრამ საკმარისია, ერთი წელი არ ნახო, მიხვდები, როგორ გაიზარდა.


მე ამ ოთხ წელიწადში მივხვდი, რომ სიღარიბე, რომელიც იყო 2012 წლისთვის, 2016 წელს კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. დავინახე, რომ ღარიბი ხალხი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდა. ეს დაინახა ივანიშვილმაც და მიხვდა, რომ თუ ქვეყანა მდიდრდება, არ უნდა მდიდრდებოდნენ მხოლოდ ბანკირები. თვალშისაცემი კაპიტალიზმი წამოვიდა."- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კომენტარები:

ფართი შოპი