ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მაღალი გამავლობის მანქანა სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.


შემთხვევა გამთენიისას 30-ე კილომეტრზე მოხდა. 


მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 


შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.


ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები იყო მობილიზებული.



კომენტარები:

ფართი შოპი