თინა ბოკუჩავა - კარტოგრაფების საქმეზეც ბრალის დამატების მცდელობას არ გამოვრიცხავ, ვიდრე ამას გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი დამქაშების მეშვეობით, ქართველი ხალხის ძალისხმევით, სააკაშვილი გათავისუფლდება

პოლიტიკა 13 Oct 2021 19:11

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზეც სააკაშვილისთვის ბრალის დამატების მცდელობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, სანამ ამას გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი დამქაშების მეშვეობით, რომელსაც მოსამართლეებს ეძახიან, ქართველი ხალხის ძალისხმევით, სააკაშვილი გათავისუფლდება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კარტოგრაფების საქმის პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ამ საქმის ფარგლებში, გამორიცხული არ არის სააკაშვილი გამოიკითხოს.


მისივე თქმით, ის ოთხი საქმეც, რომელიც "სააკაშვილის წინააღმდეგ შეიკერა, არის სრულად პოლიტიკურად მოტივირებული."


"ვერაფერს გამოვრიცხავთ იმიტომ, რომ სრულიად თავზე ხელაღებულია ივანიშვილის რეჟიმი. 


ამიტომ ამ საქმეზეც ბრალის დამატების მცდელობას ვერ გამოვრიცხავ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სანამ აღნიშნულ მოქმედებებს დაიწყებს და დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი დამქაშების გამოყენებით, რომელსაც მოსამართლეებს ეძახიან და სინამდვილეში არიან პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლები, მონურ მორჩილებაში მყოფი ინდივიდები, როგორიც არის მაგალითად, მურუსიძე, ჩინჩალაძე, კოჭლამაზაშვილი, რომელიც იგივე შეწყალების საქმეში ფიგურირებს და ახლა ბრალს უყენებს პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ ვარწმუნებ მათ, სანამ ისინი შეძლებენ ამ მოქმედებების რეალობაში მოყვანას, ქართველი ხალხის ძალისხმევით მოხდება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება", - განაცხადა სააკაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი