თამარ გაბუნია - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, რაც იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტი

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, რაც გარკვეულწილად იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, ბოლო პერიოდში მომატებულია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, განსაკუთრებით კახეთში, რაც შესაძლოა რთველთან და სოციალურ ღონისძიებებთან იყოს დაკავშირებული.


მისივე თქმით, ინფიცირების მატება შეინიშნება ახალგაზრდებშიც. გაბუნია განმარტავს, რომ სტუდენტების მცირე ნაწილია აცრილი.


"განსაკუთრებით მომატებული შემთხვევები არის კახეთში, რაც ვფიქრობთ, უკავშირდება ბოლო პერიოდში რთველის სეზონს, შესაძლოა, მას შემდეგ იყო გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა, ასევე წვიმიანი სეზონი იყო და ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ხდებოდა შენობების შიგნით, რამაც ხელი შეუწყო გავრცელებას. 


ასევე გარკვეული მატება აღინიშნება ახალგაზრდა ასაკის ჯგუფებში, შესაძლებელია სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე გვქონდა, რადგან სტუდენტების მცირე ნაწილია ვაქცინირებული და ბუნებრივია, აკადემიურ გარემოში ინფექციის გადაცემის რისკი არსებობს, ასევე გასათვალისწინებელია, ვაქცინაციის ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, დაახლოებით მილიონი ადამიანია სულ მცირე ერთი დოზით აცრილი. 


ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვაფიქსირებთ, რაც გარკვეულწილად იმედის მომცემი ნიშანია და შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან ინფიცირებულების ის ნაწილი, ვინც უკვე ვაქცინირებულია და არის ასეთი ჯგუფი, მცირე, მაგრამ მაინც, ბინაზე რჩებიან და როგორც წესი, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს ამ შემთხვევაში დაავადება", - განაცხადა გაბუნიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი