ჯუანშერ ბურჭულაძე: „აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას“

სამართალი 13 Oct 2021 16:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.


„ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.  


ეს არ არის გზავნილი მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს არის რეგიონული მესიჯი, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ვართ ერთმანეთის გვერდში, როგორც ავღანეთში, ასევე ჩვენს რეგიონშიც“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.



კომენტარები:

ფართი შოპი