ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს

სამართალი 13 Oct 2021 15:39

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს.


საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.


"რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. 


სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. 


შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ",- განაცხადა სადრაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი