ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას უკვე 4868 გამარჯვებული ჰყავს, მოგებამ კი 760 ათასი ლარი შეადგინა

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას, გათამაშების დაწყების დღიდან 4868 გამარჯვებული ჰყავს, მოგებამ კი 760 ათასი ლარი შეადგინა.


აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლატარიის კომპანიაში განუცხადეს.


ცნობისთვის, ყოველდღიურ ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც დღემდე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული.


„აიცერი და მოიგე“ - StopCovid ლატარია ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის 13 სექტემბრიდან დაიწყო.


ყოველდღე თამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი.



კომენტარები:

ფართი შოპი