ტელეკომუნიკაცია თანამედროვე სამყაროში

სხვადასხვა 12 Oct 2021 15:24

როდესაც პირველად ტელევიზორი გამოიგონეს, ადამიანების დიდი ნაწილი ეჭვის თვალი უყურებდა მას, თუმცა საკმაოდ მალევე იქცა მასობრივი მოხმარების საგნად, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ ოჯახში შეხვდებით. მართალია, თავიდან შავ-თეთრი და უხმო ფილმების ეპოქა იყო, თუმცა მაინც მომაჯადოებელი ეფექტი ქონდა ადამიანებზე, ჟამთა სვლის პარალელურად კი სულ უფრო მეტი ადამიანი დაატყვევა და მიაჯაჭვა ლურჯ ეკრანს. მე-20 საუკუნე ნამდვილად იყო ტელევიზორის ხანა, რომელიც ძალიან კომფორტული იყო როგორც ჩვეულებრივი მაცხოვრებლისთვის, ასევე სხვადასხვა კომპანიებისთვის, რადგან კომუნიკაციის ამ ფორმამ უფრო მეტი გასაქანი მისცა რეკლამას, რითი ტელეკომპანიებმა საკმაოდ იხეირეს. მართალია, რომ დღეს უკვე თითქმის ყველას აქვს პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი, თუმცა ტელევიზორის მაყურებელთა რიცხვი მაინც საკმაოდ მაღალია.


ტელეკომუნიკაცია თანამედროვე სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა. მას შემდეგ, რაც ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს აქვს, შესაძლებლობი თვალუწვდენელი გახდა. თავის მხრივ, ტელეკომუნიკაციის მნიშვნელობა მართლაც ძალიან მაღალია, რადგან მის გარეშე, ფაქტობრივად არ იარსებებდა 21-ე საუკუნე. ადამიანები ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ, უძველეს დროში შეტყობინებას სხვადასხვა სიგნალებით გადასცემდნენ ერთმანეთს, შეიძლება ყოფილიყო ეს კოცონის დანთება თუ სხვა. დღეს ეს ოპტიკური სიგნალების მეშვეობით ხდება, რომლისთვისაც აუცილებელია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. ასევე, ინფორმაციის გადაცემა რადიოსიხშირითაც ხდება, ხოლო ელექტროობის აღმოჩენი შემდეგ, ელექტრომაგნიტური სიგნალებითაც შესაძლებელი გახდა ინფორმაციის გადაცემა.


ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, დაიხვეწა უამრავი გამოგონება, თუმცა ყველგან ერთნაირი სიჩქარით არ გავრცელებულა. დიდ ქალაქებში მსგავსი ტიპის ტექნიკა ყოველთვის ელვის სისწრაფით ვრცელდება. იგივე შეიძლება ითქვას ტელევიზორზე, რადგან იმისთვის, რომ მან იმუშავოს, მუდმივი ელექტროენერგია და შესაბამისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კაბელებია საჭირო, რაც დიდ ქალაქებში ხელმისაწვდომია. ამის პარალელურად, არსებობენ ისეთი დასახლებები, პატარა ქალაქები თუ სოფლები, სადაც ჯერ კიდევ ერთი ათწლეულის წინ არათუ კავშირგაბმულობა, ელექტროენერგიაც კი პრობლემა იყო. დღეს, უმეტესწილად, ეს პრობლემა მოგვარებულია და ინტერნეტთან წვდომაც უკვე ყველას აქვს, თუმცა აქ ადამიანები ხშირად მაინც ტელევიზორს უყურებენ, რომლის ხარისხიც, წლების წინ საკმაოდ დაბალი იყო. დღეს ადამიანს უკვე შეუძლია ტელევიზორით კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიიღოს უმაღლესი ხარისხით, კარგი გამოსახულებითა და სხვა ფუნქციონალებით, რაც სხვადასხვა სოფლებშიც უკვე ხელმისაწვდომია.


IP ტელევიზია არის სატელევიზიო სერვისი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულებას, ხმას და ისეთ უნიკალურ ფუნქციებს, როგორიცაა გადახვევა, დაპაუზება, კონკრეტული გადაცემის შენახვა, ძველი გადაცემის ნახვა, HD ხარისხი და გადაცემის სხვადასხვა ენაზე ნახვის შესაძლებლობა. ყველაფერი ეს მომხმარებელს IP ქსელით მიეწოდება, ხოლო ვიდეო ნაკადი კოდირებულია როგორც IP პაკეტები. ასეთი ტიპის ტელევიზიას არ სჭირდება თანამგზავრული ანტენები, კაბელები თუ დამატებითი მოწყობილობები, მისი მოხმარება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია, რაც მოსახმარად საკმაოდ მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.


თავის მხრივ, სისტემა ხელმისაწვდომს ხდის როგორც სტანდარტულ სატელევიზიო პაკეტებს, ასევე დამატებითი პაკეტების არჩევის ან სულაც ისეთი სახის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას, როგორიცაა ინტერნეტი, მობილური და ფიქსირებული ტელეფონი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სისტემას ისეთი სხვადასხვა მოწყობილობის მხარდაჭერა  აქვს, როგორიცაა კომპიუტერი, სმარტ ტელევიზორი, სმარტფონი, პლანშეტი, ანდროიდული TV ბოქსი.


(R)



კომენტარები:

ფართი შოპი