რატომ სჯობს აგრო სესხის აღება

ეკონომიკა 12 Oct 2021 15:17

საქართველოში საუკუნეების მანძილზე აქტიურად ხორციელდებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, რაც ქვეყნის ერთგვარ დამახასიათებელ თვისებად და გენეტიკურ მეხსიერებად იქცა. ჟამთა სვლის პარალელურად ინტერესი ამ სფერო მიმართ არასდროს გამქრალა, პირიქით, თანამედროვეობაშიც კი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ადამიანებში და თანდათან სულ უფრო იზრდება ამ სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხვი. 21-ე საუკუნეში რაც არ გვაკლია თანამედროვე ტექნოლოგიებია, რომელიც განსაკუთრებით წარმატებით სამეურნეო სფერომ აითვისა, შესაბამისად დღეს უკვე ახალი მიღწევებისა თუ ინოვაციების დანერგვით საკმაოდ დიდი შედეგის დადებაა შესაძლებელი მინიმალური ადამიანური ენერგიის ჩადებით. თავის მხრივ, ტექნოლოგიის განვითარებამ უამრავ ადამიანს მისცა მოტივაცია სწორედ ეს სფერო აერჩიათ და საკუთარი საქმიანობა მისთვის დაეკავშირებინათ. ნებისმიერი საქმის დაწყვებისას წინ უამრავი წინააღმდეგობა არსებობს, თუმცა აგრო სფერო ძალიან განსხვავებული სფეროა, ვინაიდან აქ საკმაოდ დიდი რისკის გაღება გიწევს, შედეგი კი მხოლოდ შენზე არაა დამოკიდებული. ასევე, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, შედარებით რთული ფინანსების მოძიებაა, რაც დასაწყისში საკმაოდ გამომწვევი საკითხია. ამის მიუხედავად, ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში ალტერნატივებს უნდა ეძიო, ფინანსებით გამოწვეული წინააღმდეგობების გადალახვის საუკეთესო გზა კი არის აგრო კრედიტი, რომელიც საკმაოდ მისაღები და ამ სფეროს სპეციფიკაზე გათვლილი პირობებით გამოირჩევა.


აგრობიზნეს სესხი გამორჩეული სახის კრედიტია, რომელიც გაიცემა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართული ადამიანებზე, მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე კი სესხის აღებას ადამიანი მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ მას ამ სფეროში უკვე არსებული ბიზნესის განსავითარებლად ან ახლის დასაწყებად გამოიყენებს. აგრო სესხის აღება შესაძლებელია მაშინ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ სათბურის გაკეთება, ნედლეულის შეძენა, ფერმის აშენება, საქონლის შეძენა, უკვე არსებული საქმიანობისთვის კონკრეტული ტექნიკის შეძენა, განახლება, ჩანაცვლება ან ნებისმიერი ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. აგრო კრედიტი სასოფლო და სამეურნეო სფეროზე მაქსიმალურად მორგებული სესხია, რომლის მთავარი უპირატესობა გადახდის მოქნილი გრაფიკი და შესაბამისი საპროცენტი პირობებია. ამ ტიპის სესხის აღებისას პირველი გადახდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოგიწევთ, როდესაც შემოსავლის პირველად აიღებთ, ანუ უშუალოდ პირველივე თვიდან არ იხდით, რადგან გასაგები მიზეზების გამო თქვენი ფულადი ინვესტიცია გათვლილია გრძელვადაზე და მოგება განსაზღვრული პერიოდის მერე დგება.


აგრო სესხი საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებზე გაიცემა, მათზე, ვისაც უკვე შეუსრულდა მინიმუმ 18 წელი. ამას გარდა, აუცილებელია ჩართული იყოს ან აპირებდეს ჩართვას აგრო სფეროში. სხვადასხვა ბანკებში ან სასესხო ორგანიზაციებში პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს, შესაბამისად თავდაპირველად განიხილეთ ალტერნატივები და საუკეთესო ვარიანტი აირჩიეთ. სასესხო განაცხადის განხილვისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნეს გეგმას, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს გაწერილი და ითვალისწინებდეს რისკებს, დანახარჯებს, სავარაუდო მოგებასა და წმინდა მოგებას, შესაბამისად აუცილებელია წინასწარ სწორად გათვლილი გქონდეთ ყველაფერი, რათა სესხის აღების შანსები მკვეთრად გაარდოთ. კრედიტის აღების პროცედურა მაქსიმალურადაა გამარტივებული და შესაძლებელია ონლაინ, ვებ-გვერდზევე შეავსოთ განაცხადი, ან ესტუმროთ ფილიალს. განაცხადის შევსების შემდგომ, უშუალოდ სპეციალესტებთან მოგიწევთ კომუნიკაცია, ბოლოს კი ოფისში მისვლით საბოლოოდ დააზუსტებთ შეთანხმების ყველა ნაწილს.


(R)



კომენტარები:

ფართი შოპი