რა არის აუთსორსინგი

სხვადასხვა 12 Oct 2021 15:13

კომპანები ცდილობენ არამხოლოდ ახალი ტექნოლოგიები ან ინოვაციები დანერგონ, არამედ შეცვალონ მიდგომა სხვადასხვა საკითხების მიმართ, შეცვალონ მათი პერსპექტივა და გზა მისცენ ახალ შესაძლებლობებს. თანამედროვე ტიპის კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ უფრო მეტად ეფექტურად მართონ პროცესები, შესაბამისად მუდმივად ადევნებენ სიახლეებს თვალყურს. სხვადასხვა სფეროს თავისი, განსაკუთრებული სპეციფიკა ახასიათებს, შესაბამისად დიდ ორგანიზაცეიებში დეპარტამენტების სახითაა გამოყოფილი და უმეტესად მთელი პროცეaსები კომპანიის შიგნით, ანუ ინსორსზე კეთდება, თუმცა არსებობს კიდევ ერთი პრაქტიკა, რომელიც სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს მის დანერგვას. რომელიმე სფეროს აუთსორსზე გატანა მუშაობის საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი მიდგომაა, რომელიც უფრო მეტად ზრდის კომპანიისა თუ მენეჯერების ეფექტიანობას.


აუთსორსინგი ნიშნავს ერთი, რომელიმე კონკრეტული სფეროს ისეთი ტიპის კომპანიისთვის გადაბარებას, რომელიც რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით ფუნქციონირებს და გარშემო პროფესიონალთა მთელი გუნდი ყავს შემოკრებილი. ასეთი ტიპის თანამშრომლობა საკმაოდ სანდოა, ვინაიდან პარტნიორ აუთსორს კომპანიას არ უღირს რეპუტაციის გაფუჭება და მაქსიმალურად იღებს პასუხისმგებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აუცილებლად მოელის წარუმატებლობა. არსებობს სხვადასხვა სფეროში განსწავლული აუთსორს კომპანიები, მაგალითად შესაძლებელია IT კომპანიასთან მეგობრობა, ან სულაც სარეკლამო სააგენტოსთან, რომელსაც შეუძლია ციფრული მარკეტინგის მაგიკოსობა ითაოს. საკმაოდ საინტერესო და მომგებიანია ბუღალტრული აუთსორსინგი, რომლის დროსაც ბუღალტრული კომპანია გადაიბარებს კომპანიის ფინანსებს და დაალაგებს ბუღალტრულ ქაოსს. ასევე, შესაძლებელია იურიდიულ კომპანიასთან ან სააგენტოსთან დამეგობრებაც, რომელიც იურიდიული საკითხებს გამართავენ კომპანიაში.


აუთსორსინგი სინამდვილეში არც ისე ახალი მუშაობის მოდელია, თუმცა ამ მექანიკამ ბოლო წლებში განსაკუთრებით ტრანსფორმაცია განიცადა და უბიძგა ერთი კონკრეტული საქმის პროფესიონალები გაეერთიანებინა, რათა საყვარელი საქმე ეკეთებინათ.


IT აუთსორსინგი ნიშნავს უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გადაბარებას ისეთ კომპანიაზე, რომელიც ამ საქმის გამოცდილი, მცოდნე პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ამ ტიპის კომპანიას შეუძლია სრული IT სფეროს გამართვა, რომელიც ნებისმიერი სახის კომპანიაში აუცილებლად უნდა იყოს. IT სფეროს საჭიროებაში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება, შესაბამისად ასეთი ტიპის კომპანიებზე მოთხოვნა ყოველთვის არის.


სარეკლამო სააგენტო ორიენტირდება მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაზე. როგორც წესი, ციფრულ მარკეტინგთან და სარეკლამო სფეროსთან ერთად ვებ-დეველოპმტსა და სხვა სახის მომსახურებასაც მოიცავს. ასეთი ტიპის აუთსორს კომპანია ორიენტირებულია გაყიდვებისა თუ სხვა სახის მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობაზე.


ბუღალტრული აუთსორსინგი მოიცავს ფინანსების სრულად ოპტიმიზაციას, რომელსაც ბუღალტრული კომპანიის წარმომადგენლები მიხედავენ. ამ ტიპის კომპანიასთან მეგობრობა ნიშნავს უპირველესად ძველი პერიოდების ანალიზს, მიმდინარე პერიოდში შესაბამისი კორექტირებების შეტანას და სამომავლოდ ბუღალტრული ნაწილის ოპტიმიზირებას. ამასთან ერთად, მენეჯერებს გარკვეულ პერიოდში ერთხელ ეგზავნებათ შემაჯამებელი ტიპის რეპორტი, რომელიც გასულ პერიოდსა და მიმდინარე პროცესებს მოიცავს.


იურიდიული კომპანიები ორიენტირდებიან ხელშეკრულებსა და რაიმე სახის სასამართლო დავებზე. ამასთან ერთად, ამ ტიპის კომპანია შეიძლება მომსახურებას კომპანიებთან ერთად ცალკეულ ინდივიდებსაც უწევდეს. იურიდიული სააგენტოს მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიას გამოეყოფა ერთი კონკრეტული პროფესიონალი, ვინც სრულად ჩაიბარებს ამ სფეროს და იზრუნებს, რომ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში მოდიოდეს.


(R) 


კომენტარები:

ფართი შოპი