"მთავარი მევახშის, ივანიშვილის საბანკო დიქტატურა დასრულდება, საქართველო გაიმარჯვებს!"-მიხეილ სააკაშვილი

24 Jul 2018 22:25

"ძალიან ფართო და ძლიერი გაერთიანება - "ძალა ერთობაშია" შეიქმნა. მისმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა გამარჯვებისთვის. საზოგადოების სხვადასხვა ფენებმა, იპოვეს საკუთარ თავებში ძალა, გაერთიანებულიყვნენ ქვეყნისათვის და ერთ მუშტად შეკრულიყვნენ ოლიგარქის დასამარცხებლად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში. ის ძარცვავს საქართველოს."- ამ მიმართვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობით ავრცელებს. 


"ივანიშვილი, ახლა, თავის გადარჩენას ცდილობს. როგორც ხვლიკს შეიძლება მოძვრეს კუდი ორჯერ და გაეზრადოს, ასე შეცვალა მან მთავრობა და ასე ცვლის ის მთავრობებს უფრო და უფრო უარესებით. მაგრამ ხვლიკს ორჯერ უმთელდება კუდი, მესამჯერ არა. ასევე ივანიშვილი ვეღარ მოგვატყუებს მესამედ. ახლა ის აცხადებს, რომ ბანკებია დამნაშავე იმაში რაც ხდება ქვეყანში. სულელები ხომ არ ვგონივართ? მთავარი მევახშე ქვეყანაში, მისი ბანკი "ქართუა". მას არ გამოუვა ამ ყველაფრის სხვა ბანკებისთვის გადაბრალება. 


საპრეზიდენტო არჩვნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი ნაბიჯი რაც იქნება მთავრობის ცვლილების კვალდაკვალ, ეს იქნება ივანიშვილისთვის ბანკი "ქართუს" ჩამორთმევა, ივანიშვილის ქონების დაყადაღება და არც ფული შემოვა საზოგადოებისთვის დარიგება. მე ამას გპირდებით და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გავაკეთებ.


ამ კაცმა რეალურად დაგვამცირა, რეალურად დაგვცინა. 


გამოსავალი ივანიშვილის დამარცხება და ვაშაძის გამარჯვებაა.


საქართველო დაბრუნდება ლიდერ ქვეყნებში. ჩვენი ბრძოლა დაიწყო და დასრულდება გამარჯვებით.


აბა თქვენ იცით!"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი