ირმა ინაშვილი - ჩვენ ვნახეთ: თავდაუზოგავად, თავგანწირულად იშრომეს და იბრძოლეს მაშველებმა,- ნანგრევებში დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად, რაც დასაფასებელია... ამ ხალხს დაეყრდნობი

ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


თითოეული ჩვენგანი შეძრული და დამწუხრებულია, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო! 


ღმერთმა  სამოთხეში დაამკვიდროს გარდაცვლილთა სულები.  ვერ ვპოულობ სათანადო სიტყვას მათი ოჯახის წევრების სანუგეშებლად. ყოველი ადამიანი შეუცვლელია მისი ოჯახისთვის და მისი ქვეყნისთვისაც. 


ბავშვები განსაკუთრებული ტკივილია. 


ჩვენ ვნახეთ: თავდაუზოგავად, თავგანწირულად იშრომეს და იბრძოლეს მაშველებმა,- ნანგრევებში დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად, რაც დასაფასებელია... ამ ხალხს დაეყრდობი.


იმედი მაქვს, ეს ფაქტი- ბათუმის ტრაგედია ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს." - წერს ინაშვილი. 



კომენტარები:

ფართი შოპი