გელა დაიაური: "ჩემ­თვის უც­ნო­ბო აჭა­რე­ლო ძმაო, ღმერ­თმა იცის, რო­გორ ვგრძნობ, რა ტკი­ვილს გრძნობ, რა სი­ცა­რი­ე­ლეა შენს სულ­ში"

მუ­სი­კო­სი გელა და­ი­ა­უ­რი, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ ავა­რი­ით მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი და­კარ­გა, ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და უსამ­ძიმ­რებს მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც ოჯა­ხის 4 წევ­რი და­კარ­გა.


პოსტს და­ი­ა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს:


"ჩემ­თვის უც­ნო­ბო აჭა­რე­ლო ძმაო, ღმერ­თმა იცის, რო­გორ ვგრძნობ, რა ტკი­ვილს გრძნობ, რა სი­ცა­რი­ე­ლეა შენს სულ­ში... რო­გო­რი ცივი გახ­და სამ­ყა­რო შენ­თვის! დიდი გან­საც­დე­ლი მო­გივ­ლი­ნა ღმერ­თმა... რამ­დე­ნი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა იტ­რი­ა­ლებს შენს გო­ნე­ბა­ში. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­გი­წევს ამ ტკი­ვი­ლის ტა­რე­ბა და მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა.


ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი და მტკი­ვა შენი ტკი­ვი­ლი. სუ­ლით და გუ­ლით გი­თა­ნაგ­რძნობ და ვუ­თა­ნაგ­რძნობ ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს! არ მინ­დო­და, ისე­დაც მძი­მე ფო­ნის დამ­ძი­მე­ბა, მო­მი­ტე­ვე. უბ­რა­ლოდ, თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე, მცი­რე­დით მა­ინც გა­მემხნე­ვე­ბი­ნე ჩემი თა­ნაგ­რძნო­ბით!" - წერს და­ი­ა­უ­რი.


ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 6 პი­რი­დან 4 - ერთი ოჯა­ხის წევ­რია. გარ­დაც­ვი­ლია 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი და მაზ­ლი. ახალ­გარზრდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს მისი 2 შვი­ლი -1 და 9 წლის ბავ­შვე­ბი. ბავ­შვებ­თან ერ­თად მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს მათი ბი­ძაც, რო­მე­ლიც ინგა მე­კე­ი­ძის ახ­ლობ­ლის თქმით, უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ძმის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.



კომენტარები:

ფართი შოპი