მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული ორი პირი მამა-შვილია და ისინი ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან

პოლიტიკა 04 Oct 2021 16:23

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირი, მამა - შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები არიან და ისინი ფოთის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.


ზურაბ წოწორიას მეუღლე, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ სამართალდამცავები დილის ოთხ საათზე მივიდნენ მათთან სახლში.


დაკავებულის ოჯახი მიხეილ სააკაშვილთან კავშირს გამორიცხავს. მათი ვარაუდით, ეს ელგუჯა ცომაიასთან ნათესაურ კავშირს უკავშირდება, რომლის სახლშიც დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი.


„დილის 4 საათზე შემოვიდნენ სამართალდამცველები. გაგვიკვირდა, ვიფიქრე არანაირი ბიზნესი არ მაქვს და ფინანსურ პოლიციას რა უნდათქო. შალვა წოწორია იკითხეს, მანქანის მონაცემები ჩაიწერეს და გვითხრეს, რომ მანქანა უნდა წაეყვანათ და თქვენც უნდა წამოხვიდეთო. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, გაემზადე და შენც გაყევი მეთქი. 


წაიყვანეს და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რამდენიმე საათი. მოგვიანებით შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ არ შემშინებოდა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისში გადაჰყავდათ დასაკითხად. ამის შედეგ მოვიდნენ სახლის გასაჩხრეკად. მაშინ მითხრეს, თქვენი შვილი და ქმარი დანაშაულის დაფარვისთვის დააკავესო. რომ მითხრეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა, გავოგნდი. ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს ცომაიებთან და ალბათ, ამას უკავშირდება. ელგუჯა ცომაია ბავშვის ნათლია არის. იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი,“- განაცხადა ვერიკო წოწორიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი