"მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა"-ზვიად ტომარაძე

20 Jul 2018 10:08

"სასიხარულო ინფორმაცია!!!


გუშინ 19 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო (76 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები "მოქალაქეობის შესახებ" კანონში.


შარშან 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებითვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება.


ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:


1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.

2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე.

3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა.


ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!

გააზიარეთ!"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი