"მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით, უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ" - ტრაგედია მაია ჯაბუას ოჯახში

ყვითელი 30 Sep 2021 11:43

"ვი­ცო­დით, რომ გული აწუ­ხებ­და, ცოტა შე­უძ­ლოდ იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით. უცებ მოხ­და და ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ" - დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა მაია ჯა­ბუ­ამ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რა.


რო­გორც მაია ჯა­ბუა აღ­ნიშ­ნავს, მის დას ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა.


"ვი­ცო­დით, რომ გული აწუ­ხებ­და, ცოტა შე­უძ­ლოდ იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით. უცებ მოხ­და და ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ. ზო­გა­დად, არ მი­ჭირს ჩემი ემო­ცი­ე­ბი­სა და ფიქ­რე­ბის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა, მაგ­რამ ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი, არ ვიცი, რა ვთქვა. თით­ქოს ტვი­ნიც დაბ­ლო­კი­ლია და არ იღებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ძა­ლი­ან ცოტა დრო გა­ვი­და, ჯერ ვერ და­ვა­ლა­გე აზ­რე­ბი. 


ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა და შვი­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბის­თვი­საც დედა და ბე­ბია მე და ჩემი და უნდა გავ­ხდეთ. ჩემი ნა­წი­ლი თან გაჰ­ყვა... უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი და­მი­ტო­ვა. ცო­ტა­თი ის მა­ნუ­გე­შებს, რომ მო­გო­ნე­ბებ­ში დამ­რჩა ბედ­ნი­ე­რი დრო, როცა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით", - ამ­ბობს მაია ჯა­ბუა.


წყარო:  " ამბები.ge"



კომენტარები:

ფართი შოპი