გამოვიდა ჟურნალი - „HUB Georgia”, რომელიც მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება

20 Jul 2018 00:23

19  ივლისს, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ჟურნალის „HUB Georgia” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.


საერთაშორისო  ჟურნალი HUB Georgia ინგლისურ და რუსულ ენებზე სამ თვეში ერთხელ დაიბეჭდება და მისი მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოპულარიზაცია იქნება და რეგიონის მასშტაბით ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე მოვლენებს გააშუქებს. ჟურნალი 15-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება და შეეცდება ხელი შეუწყოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ამაღლებას და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას. 


(საინფორმაციო პორტალი "მხარე" წარმატებებს, სანდოობას და ბევრ მკითხველს უსურვებს ახალბედა ჟურნალს.).

კომენტარები:

ფართი შოპი