გიგი წერეთელმა გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკა 26 Sep 2021 11:13

„დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც  იბრძოლებენ ცვლილებებისთვის, არიან იდეალისტები და იციან თუ რა შედეგი ექნება მათ ბრძოლას მომავალი თაობებისთვის“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა გორში გუნდის წარდგენისას.


„მინდა მოგესამოთ ჩვენს თანაგუდნელებს, რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს გუნდს შემოემატნენ ახალი სახეები, მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა ჩვენს გუნდს ემატებიან ახალი წევრები, რაც არის ძალიან სასიხარულო, “ევროპული საქართველო” არის ქვეყანა სადაც მთავრობა არ იმართება ერთი ადამიანის მოსაზრებებით, სადაც მთავრობა არის ანგარიშვალდებული ხალხთან, სადაც არ არის სიღარიბე და ჯანდაცვის, განათლების და თავდაცვის სისტემები განართულია, დღევანდელი საქართველოს ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არ არის ისე, როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნაზე ისაუბრა, სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში დემოკრატია მაღალ ნიშნულზეა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ისეთი ფაქტები რაც მოხდა დმანისში, სადაც ოპოზიციონერები დაჭრეს, “ქართული ოცნება” დაშინებით, ძალადობით და ტოტალური კონტროლით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ამ ყველაფრის გამოსწორებას სჭირდება ერთიანობა იმ იდეის გარშემო, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი პროცესები უნდა დაიწყოს, კოალიციური მართველობა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს დღევანდელი ჭაობიდან, დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომელიც ამ ცვლილებებისთვის იბრძოლებენ, არიან იდეალისტები და იციან თუ რა შედეგი ექნება მათ ბრძოლას მომავალი თაობებისთვის, მინდა წარმოგიდნინოთ გორის მერობის კანდიდატი და ადგილობრივი ლიდერი ეთერ ჯალაღანია.“ - განაცხადა წერეთელმა


„ევროპული საქართველოს“ გუნდი გორში, კასპში, ხაშურსა და ქარელში ასე გამოიყურება:

  • გორის მერობის კანდიდატი - ეთერ ჯალაღანია
  • გორის სიის პირველი ნომერი - ვახტანგ მარწყვიშვილი
  • კასპის მერობის კანდიდატი - აკაკი (კახა) გეჯაძე
  • კასპის სიის პირველი - მერაბ ნომერიავდიევი
  • ქარელის სიის პირველი ნომერი და აგარა, ფერსას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი -   რომან ლომიტაშვილი
  • ქარელის სიის მეორე ნომერი და ქალაქ ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიგა თოდაძე
  • ხაშურის სიის პირველი ნომერი და ქალაქ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი - ელზა კიკაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი