"ლელომ" დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკა 20 Sep 2021 19:09

“ლელო” განაგრძობს კანდიდატების წარდგენას რეგიონებში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ დედოფლისწყაროს მოსახლეობას ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატები და საკრებულოს სია წარუდგინა. 


მისი განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის იყო ლოკალურ პრობლემებზე ორიენტირებული, თუმცა წელს ფართო მასშტაბის ხასიათი, რეფერენდუმის დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, "ლელოს" ჰყავს უკონკურენტო კანდიდატები და ისინი ქვეყნისა და რეგიონის საქმეზე არიან ორიენტირებულნი. 


“უკიდურესად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნები გველოდება წინ. ადგილობრივ არჩევნებს აქვს რეფერენდუმის დატვირთვა. ვდგავართ დილემის წინაშე, რომ ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში დაიწყება ახალი პერიოდი და ამ ცვლილებებში  მონაწილეობას მიიღებს თითოეული ადამიანი. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებისთვის იქმნება ფონი, "ლელო" კი პოლიტიკურ ავანგარდშია, რასაც საფუძველი ჩავუყარეთ ძლიერი გუნდით.  ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და განვითარდეს , თუმცა “ქართული ოცნება” ცდილობს არაფერი გააკეთოს ქვეყნის სასიკეთოდ  და იბრძოლოს მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. 


მათდა სამწუხაროდ,  ცვლილებები გარდაუვალია და ეს ცალსახა გახდება რეფერენდუმის შემდეგ. 


ცვლილება, იქნება იმის გარანტი, რომ ყველამ ერთად გავიაზროთ რა შეცდომებს უშვებდნენ ჩვენი წინამორბედები. სწორედ ამიტომ, “ლელომ” ყველა რეგიონში თავისი ძლიერი გუნდი წარადგინა, რომლებიც გამარჯვებისა და თავიანთი მხარის წინსვლისათვის მუხლჩაუხრელად იშრომებს. ჩვენი ძლიერი გუნდის, დედოფლისწყაროს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი იქნება მერი ნატროშვილი. არბოშიკისა და ოზაანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - ომარ გიებაშვილი. სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი -კობა ზოსიძე.


დედოფლისწყაროს სოფელი ხორნაბუჯის მაჟორიტარობის კანდიდატი - ლევან ჯამალაშვილი. წარდგენილი კანდიდატები, არიან ადამიანები, რომლებიც შემართებით და გულმოდგინედ მოეკიდებიან ყველა იმ საქმესა და პრობლემას რის წინაშეც დედოფლისწყარო დგას” - განაცხადა ჩიხრაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი